
💡 გავეცნოთ საქართველოში უსაფრთხოებისა და სახანძრო სისტემების ბიზნესს ხუთი კომპანიის მაგალითზე:
1️⃣ შპს „ნეოტექი“ (Neotech)
2️⃣ შპს „ელ+“ (El Plus)
3️⃣ შპს „ვეზირი“ (Veziri)
4️⃣ შპს „ჯი ეს სი“ (GSC)
5️⃣ შპს „ინტელექტრო“ (Intelectro)
კომპანიების ბიზნესმოდელები განსხვავდება. „ნეოტექი“ ვიდეოსათვალთვალო, სახანძრო და დაცვითი სისტემების, დაშვების კონტროლისა და ქსელური აღჭურვილობის იმპორტიორი და ინსტალატორია. „ელ+“ იმპორტთან ერთად საკუთარ წარმოებასაც ეწევა და 2020 წლიდან თბილისში სახანძრო კარებს, ცეცხლმაქრებსა და ლითონის ნაკეთობებს აწარმოებს. „ვეზირი“ სისტემების ინტეგრატორია, რომლის შემოსავლის მესამედი დაცვით მომსახურებაზე მოდის. GSC უსაფრთხოების სისტემებით ვაჭრობს და ამონტაჟებს, თუმცა მონტაჟი შემოსავლის მხოლოდ 8%-ია. „ინტელექტროს“ ონლაინ-მაღაზია სახანძრო და დაცვითი სიგნალიზაციის, ვიდეოკამერების, დაშვების კონტროლისა და ელექტროფურნიტურის ასორტიმენტს სთავაზობს.
წყარო: კომპანიების 2019–2024 წლების ფინანსური ანგარიშგებები და მენეჯმენტის ანგარიშები (reportal.ge); finSPOT-ის ანალიზი.
შენიშვნა: იხილეთ პასუხისმგებლობის შეზღუდვა www.finspot.ge/disclaimer.
¹ მარაგები + სავაჭრო მოთხოვნები − სავაჭრო ვალდებულებები − კლიენტების ავანსები, 2024 წლის ბოლოს.
² GSC-ის 2022 წლის თანხა კაპიტალის მოძრაობაში ასახული განაწილებაა; 2023–2024 წლების — ფაქტობრივად გადახდილი დივიდენდები.
³ „ინტელექტროს“ თანხები კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგებიდანაა; 2024 წლის ანგარიშგებას ფულადი ნაკადების ანგარიშგება არ ერთვის. დანარჩენი კომპანიების თანხები ფაქტობრივ გადახდებს ასახავს.
კოეფიციენტების დეფინიციები:
Adj. EBITDA: კორექტირებული საოპერაციო მოგება ცვეთისა და ამორტიზაციის დამატებით; ერთჯერადი და არასაოპერაციო მუხლები გამორიცხულია (finSPOT-ის მეთოდოლოგია).
EBITDA მარჟა: Adj. EBITDA გაყოფილი შემოსავალზე.
საერთო მოგების მარჟა: შემოსავალს გამოკლებული გაყიდული საქონლის ღირებულება, გაყოფილი შემოსავალზე.
მარაგების დღეები: საშუალო მარაგები გაყოფილი გაყიდული საქონლის ღირებულებაზე, გამრავლებული 365-ზე.
ფულადი ციკლი: მარაგების დღეები დამატებული მოთხოვნების დღეები, გამოკლებული სავაჭრო ვალდებულებების დღეები; კლიენტების ავანსებს არ ითვალისწინებს.
ვალი / EBITDA: სესხები და საიჯარო ვალდებულებები გაყოფილი Adj. EBITDA-ზე.
ROIC: კორექტირებული საოპერაციო მოგება გაყოფილი საშუალო ინვესტირებულ კაპიტალზე (საკუთარი კაპიტალი დამატებული ვალი, გამოკლებული ფული).