
💡 გავეცნოთ გათბობა-გაგრილების სისტემების ბიზნესს შემდეგი ხუთი კომპანიის მაგალითზე:
1️⃣ შპს „თერმო ცენტრი“ (Thermo Center)
2️⃣ სს „ქებული კლიმატი“ (Qebuli Climate)
3️⃣ შპს „თერმორუმი“ (Thermorum)
4️⃣ შპს „ARTLINE WINGS“ („ცელსიუსი“ | Celsius)
5️⃣ შპს „ტუმბო“ (Tumbo)
წარმოდგენილი ხუთი კომპანიის ძირითადი საქმიანობა გათბობა-გაგრილების ტექნიკის იმპორტი და რეალიზაციაა. პროდუქცია მოიცავს ევროპული და აზიური ბრენდების (Bosch, Ariston, Ferroli, Haier და სხვა) გათბობის ქვაბებს, კონდიციონერებს, რადიატორებს, წყალგამაცხელებლებს, ტუმბოებსა და სხვა სანტექნიკას. გაყიდვის არხებიც მსგავსია: შოურუმების ქსელი, ონლაინ მაღაზია და საბითუმო მიმართულება, ზოგიერთთან კი მონტაჟი და საპროექტო მომსახურებაც. მოთხოვნა მშენებლობისა და რემონტის ციკლს მიჰყვება და სეზონურია. გათბობის ტექნიკა ძირითადად გათბობის სეზონის წინ და მის განმავლობაში იყიდება, კონდიციონერები — ზაფხულში.
წყარო: კომპანიების 2019-2024 წლების ფინანსური ანგარიშგებები, საჯარო რეესტრის მონაცემები და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია; finSPOT-ის ანალიზი.
შენიშვნა: „თერმო ცენტრისა“ და „ქებული კლიმატის“ მაჩვენებლები წარმოდგენილია კონსოლიდირებულ დონეზე; დანარჩენი კომპანიების — ინდივიდუალურ დონეზე. ანალიზში გამოყენებული კორექტირებული საოპერაციო მოგებისა და EBITDA-ს მაჩვენებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს კომპანიების მიერ რეპორტირებული მაჩვენებლებისგან. დივიდენდების თანხები ასახავს პერიოდში ფაქტობრივად გადახდილ განაწილებას ფულადი ნაკადების ანგარიშგებების მიხედვით („ტუმბოს“ შემთხვევაში — კაპიტალის მოძრაობის მონაცემებით).