finSPOT შეიქმნა ბიზნესის რეალურად შეცნობის სურვილით, იმის გასაგებად, რამდენად წარმატებით ოპერირებს ესა თუ ის კომპანია სინამდვილეში და რა დგას ამ შედეგების უკან.
შემოსავლების მოცულობა თუ ზრდის ტემპი თავისთავად არასდროს კმარა ბიზნესის შესაფასებლად. ბიზნესის რეალობის აღსაქმელად ყოველთვის გაცილებით სიღრმისეული შესწავლაა საჭირო: სექტორის კონტექსტი, საოპერაციო გარემო, მარჟები, ფულადი ნაკადები, კაპიტალის განაწილება და სხვა ფინანსური თუ არაფინანსური მაჩვენებლები.
finSPOT-მდე ჩემი პროფესიული გზა ფინანსებსა და საბანკო სფეროს უკავშირდებოდა, ჯერ საქართველოში, შემდეგ ნიუ-იორკში. ამ გამოცდილებამ განსაზღვრა, როგორ ვუყურებ ბიზნესს: ცნობისმოყვარეობით, ანალიტიკურად და ზედაპირული ნარატივების მიღმა.
ამ პერსპექტივამ კი საქართველოს ბიზნესგარემოში ერთი დანაკლისი მკაფიოდ დამანახა.
ტრადიციული ბიზნეს მედია არსებობდა. საჯარო ანგარიშგებაც ხელმისაწვდომი იყო. მაგრამ დამოუკიდებელი და სტრუქტურირებული ანალიზი, რომელიც სერიოზულად შეისწავლიდა, როგორ ოპერირებენ კომპანიები, როგორ ედრებიან ერთმანეთს და რა განსაზღვრავს მათ შედეგებს, არ არსებობდა.
ამიტომ შევქმენი finSPOT, ადგილი, სადაც ბიზნესს რეალურად ვეცნობით.
ის, რაც სოციალური მედიის გვერდად დაიწყო, სადაც ქართული კომპანიების სიღრმისეული ანალიზი ქვეყნდებოდა, ახლა ქვეყნის წამყვან ბიზნეს პლატფორმად ყალიბდება, რომელიც ბიზნესის უკეთ გააზრებას ხელმისაწვდომს ხდის.
finSPOT მათთვისაა შექმნილი, ვისაც ქართული ბიზნესის რეალურად დანახვა სურს, არსებული ბიზნესის განვითარების სურვილი აქვს ან უბრალოდ ახალ ბიზნეს იდეას ეძებს.
finSPOT-ს კითხულობენ:
ადევნე თვალი finSPOT-ს და ქართულ ბიზნესს გაცილებით სიღრმისეულად და ნათლად დაინახავ.
შექმენი ანგარიში და გაეცანი კომპანიებს, სექტორებსა და ციფრებს, რომლებიც საქართველოს ბიზნეს გარემოს ქმნის.
ფინანსები და ციფრები ბევრს ამბობს. მაგრამ ყველაფერს, არა.
finSPOT კომპანიებს საშუალებას აძლევს საკუთარ ბიზნესებზე დაამატონ ის ინფორმაცია, რაც მათი აზრით მნიშვნელოვანია კომპანიის სრული სურათის აღსაქმელად. ეს შეიძლება იყოს სტრატეგიული განახლება, მნიშვნელოვანი მიღწევა, ინფორმაცია ინვესტორებისა და პარტნიორებისთვის, ახალი პროდუქციის შექმნა/გამოშვება და ა.შ.