
გავეცნოთ საკონდიტრო მაღაზიებისა და საცხობების ბიზნესს 6 კომპანიის მაგალითზე:
1️⃣ შპს "არბო 2009" (მადარტი | Madart)
2️⃣ შპს "FOOD 7" (ტორტინი | Tortini)
3️⃣ შპს "კონდი" (საკონდიტრო ბელა | Bela Patisserie)
4️⃣ შპს "ასორტი-ვერე" (ასორტი | Assorti)
5️⃣ შპს "დოლჩე ვიტა" (Dolce Vita)
6️⃣ შპს "ლიკასთან" (Likastan)
წარმოდგენილი 6 კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 2024 წელს დაახლოებით ₾118 მილიონი შეადგინა. "მადარტი" სექტორის უპირობო ლიდერია ₾65 მილიონიანი ბრუნვით, რაც წარმოდგენილი კომპანიების ჯამური შემოსავლის დაახლოებით 55%-ია და უახლოეს კონკურენტს, "ტორტინს", თითქმის 5-ჯერ აღემატება.
აღსანიშნავია სექტორის მაღალი ზრდის ტემპიც. განხილული კომპანიების შემოსავლების საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 21% იყო (5-წლიანი CAGR). ამ მხრივ გამონაკლისია "ასორტი", რომელსაც ბოლო 5 წელში ყველაზე დაბალი ზრდის ტემპი ჰქონდა და საშუალოდ წლიურად 9%-ით იზრდებოდა; "ასორტს" ასევე კონკურენტებთან შედარებით დაბალი მომგებიანობის მაჩვენებლები, მაღალი ლევერიჯი და დაბალი ლიკვიდურობა აქვს.
¹ "ლიკასთან"-ის 2024 წლის დივიდენდი მოიცავს კაპიტალის შემცირებასაც ₾549.5 ათასის მოცულობით.
წყარო: კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია; finSPOT-ის ანალიზი.
შენიშვნა: ანალიზში წარმოდგენილი კორექტირებული მაჩვენებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს კომპანიების მიერ რეპორტირებული ფინანსური მაჩვენებლებისგან.