რია საქართველოში. კომპანია 2024 წლის ბოლოს 18 ფილიალს მოიცავდა 8 ქალაქში**, ონლაინ, საბითუმო და კორპორატიულ გაყიდვის არხებთან ერთად.
📑 ხუთ წელში შემოსავლები 3.3-ჯერ გაიზარდა (CAGR: 27%) და ₾558 მილიონი შეადგინა 2024 წელს. "ზუმერს" განსაკუთრებულად მაღალი ზრდის ტემპი ჰქონდა 2021-23 წლებში, თუმცა მცირე 3%-იანი კლება დაფიქსირდა 2024 წელს. ამ კლების მიუხედავად საერთო მოგება ₾6 მლნ-ით გაიზარდა — საერთო მოგების მარჟის გაუმჯობესებამ (8.4% → 9.8%) შემოსავლის კლების ეფექტი სრულად გადაფარა.
📑 ბიზნეს-მოდელი კლასიკური მაღალბრუნვადი/დაბალმარჟიანი საცალო ვაჭრობაა, სმარტფონებზე კონცენტრაციით. "ზუმერის" საერთო მოგების მარჟა 9.8%-ს შეადგენდა 2024 წელს (2023: 8.4%). დაბალი საერთო მოგების მარჟის საპირწონედ, კომპანიას ეფექტურად მართული საოპერაციო ხარჯები აქვს, რომლის წილიც შემოსავლების მხოლოდ 6.1%-ია. საოპერაციო ხარჯების უმსხვილესი ცალკეული კომპონენტი ხელფასებია, რამაც 2024 წელს ₾15.6 მილიონი, ანუ მთლიანი OpEx-ის 46% შეადგინა. სარეკლამო დანახარჯებზე კი ₾3.2 მილიონი, ანუ მთლიანი OpEx-ის 10% მოდის.
📑 შედეგად კომპანიის საოპერაციო მოგების მარჟა 3.8% იყო. წმინდა მოგებამ კი 2024 წელს რეკორდულ ₾15.6 მილიონს მიაღწია (მარჟა: 2.8%). შედარებისთვის: შპს "ალტა" (კონსოლიდირებული) ₾143 მილიონით ნაკლები შემოსავლიდან ₾19.9 მილიონ წმინდა მოგებას იღებს. ფაქტობრივად, ზუმერის მოდელი მასშტაბზეა აგებული, და არა მარჟაზე.
📑 მნიშვნელოვანია კომპანიის ერთი გარემოება, რაც მიუთითებს, რომ კომპანიის სრული მომგებიანობისა და მარჟების სურათს "ზუმერი ჯორჯიას" ანგარიშგებიდან ვერ ვხედავთ. მარაგების შესყიდვის ~90% (2024: ₾446 მლნ) დაკავშირებულ მხარეებზე მოდის, ანუ პროდუქცია ძირითადად საერთო მფლობელობის ქვეშ მყოფი სავაჭრო სტრუქტურების გავლით შემოდის. შესაბამისად, კომპანიის 9.8%-იანი საერთო მოგების მარჟა, დიდი ალბათობით, ჯგუფის სრულ ეკონომიკას არ ასახავს და მარჟის ნაწილი შესაძლოა მიმწოდებელ რგოლში ფორმირდებოდეს.
📑 მარაგები (₾45.4 მლნ) მთლიანი აქტივების 63%-ს შეადგენს. მარაგების ამოყიდვის დრო 28 დღეს შეადგენს, ფულის ბრუნვის ციკლი კი მხოლოდ 22 დღეს. კომპანიის საბანკო ვალი მთლიანად მოკლევადიანია (₾12.0 მილიონი, მარაგებით უზრუნველყოფილი). საიჯარო ვალდებულებების ჩათვლით, კომპანიის ფინანსური ვალი ₾29 მილიონი იყო 2024 წლის ბოლოს, Net Debt / EBITDA მაჩვენებელი კი მხოლოდ 0.9x, რაც კომპანიის დაბალლევერიჯიან პროფილზე მიუთითებს.
💰 ჯამში 2019-24 წლებში დივიდენდებად ₾22 მილიონი გაიცა, აქედან ₾9 მილიონი 2024 წელს. დაბალი ლევერიჯი (Net Debt / EBITDA: 0.9x), მინიმალური CapEx და 58%-იანი payout მიუთითებს, რომ განაწილების გაზრდის სივრცე არსებობს.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾557.9 მილიონი (-3.2% წ/წ; 3.3x 2019 წელთან შედარებით)
- საერთო მოგების მარჟა: 9.8% (2023: 8.4%)
- EBITDA: ₾26.1 მილიონი (მარჟა: 4.7%)
- წმინდა მოგება: ₾15.6 მილიონი (მარჟა: 2.8%)
- Net Debt / EBITDA: 0.9x (საიჯარო ვალდებულებების ჩათვლით)
- დივიდენდი 2024: ₾9.1 მილიონი (2019-24 ჯამურად: ₾21.8 მლნ)
- ROAE: 52%
- ROIC: 44%