კანფეტები) მწარმოებელია, რომელიც პროდუქციას მხოლოდ ქართულ ბაზარზე ყიდის. კომპანიას 100%-ით ამირან ქორთიაშვილი ფლობს.
🎯 "ტკბილი ქვეყანა" სტაბილურად მომგებიანი მწარმოებელია, რომელსაც საბანკო ვალი არ აქვს. მისი საერთო მოგების მარჟა finSPOT-ზე წარმოდგენილ კონკურენტებზე მაღალია, თუმცა მაღალი მარკეტინგული ხარჯების გამო საოპერაციო მარჟა მათ დონეზეა. 2021-25 წლებში დივიდენდად წმინდა მოგების ნახევარზე მეტი განაწილდა.
📈 2025 წელს შემოსავალი 23%-ით, ₾45.5 მილიონამდე გაიზარდა. ეს 2021 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ზრდაა. 2019 წლიდან კი შემოსავალი საშუალოდ წლიურად (CAGR) 11%-ით იზრდებოდა.
📑 2025 წელს საერთო მოგების მარჟამ 45.6% შეადგინა (2024: 42.8%). საოპერაციო ხარჯების (ცვეთის გარეშე) წილი შემოსავალში კი 34.0%-მდე გაიზარდა (2024: 30.0%), რისი ძირითადი მიზეზიც მარკეტინგული ხარჯების 66%-იანი ზრდა იყო. შედეგად, EBITDA-მ ₾6.9 მილიონი შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 15.2% (2024: 15.6%).
📣 აღსანიშნავია კომპანიის მარკეტინგული დანახარჯების მოცულობა და მისი ზრდის ტემპიც. 2019-25 წლებში მარკეტინგზე გაწეული დანახარჯები 6.5-ჯერ გაიზარდა ₾9.4 მილიონამდე და შემოსავლის 21% შეადგინა (2024: 15%; 2019: 6%).
🏦 2025 წლის ბოლოს კომპანიას სასესხო ვალდებულება არ ჰქონდა. მთლიანი ვალი მხოლოდ ₾6.7 მილიონის საიჯარო ვალდებულებაა, რაც აქტივების 24%-ს შეადგენს. იჯარით აღებული აქტივების საბალანსო ღირებულების 93% კი დაკავშირებულ მხარეზე მოდის, ხოლო ₾613 ათასიანი ფინანსური ხარჯიდან ₾563 ათასი ამ მხარისადმი საიჯარო ვალდებულების პროცენტია.
💵 2021-25 წლებში წმინდა საოპერაციო ფულადმა ნაკადმა ჯამურად ₾14.4 მილიონი შეადგინა. ამავე პერიოდში CapEx-ში ₾2.1 მილიონი იყო ასახული, თუმცა ძირითადი საშუალებები ₾6.2 მილიონით გაიზარდა, ანუ შესყიდვების ნაწილი, სავარაუდოდ, საოპერაციო გადახდებშია ასახული.
💰 2021-25 წლებში მფლობელმა დივიდენდად ჯამურად ₾9.1 მილიონი მიიღო. 2025 წელს დივიდენდი ₾2.5 მილიონამდე გაიზარდა (2024: ₾1.3 მილიონი). 2026 წელს კომპანიამ დამატებით ₾1.6 მილიონის დივიდენდი გაანაწილა.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾45.5 მლნ (+23.0% წ/წ)
- საერთო მოგების მარჟა: 45.6%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 10.9%
- EBITDA: ₾6.9 მლნ
- EBITDA მარჟა: 15.2%
- წმინდა მოგება: ₾3.8 მლნ (მარჟა: 8.3%)
- დივიდენდი: ₾2.5 მლნ (2021-25: ₾9.1 მლნ)