ტუმრებს 2008 წლიდან მასპინძლობს. კომპლექსი მოიცავს 311 ნომერს, სპა ცენტრს, 7 ღია აუზს, მრავალპროფილიან რესტორნებსა და საკუთარ ვენახსა და მარანს. 2025 წელს კურორტს 110,000 სტუმარი ჰყავდა (2024: 103,000), წლის ბოლოს კი 531 თანამშრომელი. სტუმრების 43% ქართველია; საერთაშორისო სეგმენტში გამოირჩევა ისრაელი, რომლის წილიც ერთ წელიწადში 10.4%-დან 21%-მდე გაიზარდა.
📑 2025 წელს შემოსავალმა ₾50.3 მილიონი შეადგინა (+16.8% წ/წ; 2019-25 CAGR: 15.2%). ზრდა მთლიანად ფასმა უზრუნველყო და არა დატვირთულობამ: ADR ₾475-მდე გაიზარდა (+10.5% წ/წ), მაშინ როცა დატვირთულობა 50%-მდე შემცირდა (2024: 52%). შემოსავლის 64% ნომრებზე მოდის, 31% კი კვებასა და სასმელზე.
📑 EBITDA ₾15.6 მილიონამდე გაიზარდა (+12.5% წ/წ), თუმცა მარჟა 31.1%-მდე შემცირდა (2024: 32.3%; 2021: 40.3%). მარჟის მრავალწლიანი კლების მთავარი მიზეზი შრომის ხარჯია: ხელფასებმა ₾17.1 მილიონი შეადგინა (+26% წ/წ) და შემოსავლის 34%-ს გაუტოლდა (2021: 23%).
📑 ₾15.6 მილიონიანი EBITDA-ს მიუხედავად, წელი კომპანიამ ₾3.0 მილიონიანი წმინდა ზარალით დაასრულა (2024: მოგება ₾3.5 მილიონი). ცვეთამ (₾7.5 მილიონი) და საპროცენტო ხარჯმა (₾7.7 მილიონი) ერთად EBITDA-ს 97% შთანთქა, ევროსა და დოლარში ნომინირებული სესხების ₾4.1 მილიონიანმა საკურსო ზარალმა კი შედეგი საბოლოოდ ზარალში გადაიყვანა. ჯამური ვალი (საიჯარო ვალდებულებების ჩათვლით) ₾88.7 მილიონია, Net Debt/EBITDA — 5.5x. წლის ბოლოს ჯგუფი თიბისი ბანკის სესხების ფინანსურ პირობებს (კოვენანტებს) არღვევდა, რის გამოც ₾24.3 მილიონის გრძელვადიანი სესხი მოკლევადიან ვალდებულებებში გადავიდა და მოკლევადიანმა ვალდებულებებმა მოკლევადიან აქტივებს მრავალჯერ გადააჭარბა. 2026 წლის მარტში ბანკმა შეღავათის წერილით დაადასტურა, რომ ვადაზე ადრე დაფარვას არ მოითხოვს. სესხების უზრუნველყოფაა კომპანიის მთელი ძირითადი საშუალებები და მფლობელების წილები.
📑 ბოლო წლები კომპანიისთვის ინტენსიური ექსპანსიის პერიოდი იყო: 2019-25 წლებში ჯამურმა CapEx-მა ₾82.8 მილიონი შეადგინა, აქედან ₾11.7 მილიონი 2025 წელს განხორციელდა — მათ შორის 80 ნომრის პრემიუმ-კლასად სრული რენოვაცია ($3.2 მილიონი), რომელიც მთლიანად სესხით დაფინანსდა. სწორედ ეს, ძირითადად ნასესხები კაპიტალით დაფინანსებული ექსპანსია ხსნის კომპანიის მაღალ სავალო ტვირთს. განვითარების შემდეგი ფაზა MICE (Meetings, Incentives, Conferences, Exhibitions) მიმართულებას ეთმობა: დაგეგმილია "Lopota Event Hall" — 700-კაციანი საბანკეტო და 1,200-კაციანი საკონფერენციო მულტიფუნქციური დარბაზი. კორპორატიული სეგმენტის გაძლიერება კურორტს სეზონურობის დაბალანსების საშუალებას მისცემს — ჯაზ-კლუბითა და საკონფერენციო სერვისებით კომპლექსი კორპორატიულ სტუმრებს უკვე ემსახურება, თუმცა მასშტაბური ღონისძიებებისთვის გამოყოფილი სივრცე აქამდე არ ჰქონია.
💸 დივიდენდი კომპანიას 2019-25 წლებში არასდროს გაუცია: მასშტაბური CapEx-ის გამო 2019-24 წლებში დაგროვილი თავისუფალი ფულადი ნაკადი (FCFF) -₾16.9 მილიონი იყო და მხოლოდ 2025 წელს გავიდა პლუსში (₾4.8 მილიონი). ამავდროულად, უმაღლესი ხელმძღვანელობის ანაზღაურება ₾2.0 მილიონიდან ₾2.9 მილიონამდე (+45% წ/წ) გაიზარდა.
📑 2026 წლის აგვისტოში კომპანიამ საჯარო ობლიგაციები განათავსა: $11.0 მილიონის დოლარისა და €6.9 მილიონის ევროს არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი 24-თვიანი ობლიგაციები.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾50.3 მილიონი (+16.8% წ/წ)
- EBITDA: ₾15.6 მილიონი (მარჟა: 31.1%)
- წმინდა ზარალი: ₾3.0 მილიონი
- Net Debt: ₾86.5 მილიონი | Net Debt/EBITDA: 5.5x
- ADR: ₾475 | დატვირთულობა: 50% | RevPAR: ₾238
- FCFF: ₾4.8 მილიონი
- მთლიანი აქტივები: ₾126.1 მილიონი | კაპიტალი: ₾33.9 მილიონი