ონიკის საცალო ქსელია. კომპანია 2014 წელს დაფუძნდა, 2019 წლიდან კი Apple-ზე ფოკუსირებული მოდელიდან მულტიბრენდულ ფორმატზე გადავიდა და Samsung-ის სმარტფონები დაამატა სხვადასხვა ბრენდებთან და პროდუქციასთან ერთად. 2024 წლის ბოლოს "აიპლიუსი" 4 ქალაქში 8 მაღაზიითა და ონლაინ მაღაზიით ოპერირებდა.
📑 2019-24 წლებში კომპანიის შემოსავალი 1.7-ჯერ გაიზარდა და 2024 წელს ₾72.3 მილიონი შეადგინა (CAGR: 10.7%).
📑 თუმცა 2024 წელი მკვეთრი კორექციის წელი იყო: შემოსავალი 2023 წლის რეკორდულ ₾106.3 მილიონთან შედარებით 32%-ით შემცირდა. კომპანიის ანგარიშგება ამ ვარდნის კონკრეტულ მიზეზს არ განმარტავს, თუმცა Apple-ის პროდუქციის სხვა მსხვილ რესელერებშიც მსგავსი დინამიკა ჩანს. 2024 წელს iCity-ის შემოსავალი 24%-ით შემცირდა, iSpace-ის 19%-ით, ხოლო iTechnics-ის შემოსავალი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა (+1%). შესაბამისად, iPlus-ის ვარდნა მხოლოდ კომპანიის სპეციფიკურ პრობლემა არ უნდა იყოს და უფრო ფართო ბაზრის/კატეგორიის კორექციასაც შეიძლება ასახავდეს.
📑 იმპორტირებული ტექნიკის საცალო ვაჭრობა დაბალმარჟიანი და კონკურენტული ბიზნესია, სადაც მომგებიანობა მასშტაბზე, მარაგების სწრაფ ბრუნვაზე და მომწოდებლებთან საკრედიტო პირობებზეა დამოკიდებული. iPlus ამ სეგმენტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშეა, მაგრამ მისი მარჟები, სექტორის შესაბამისად, მაინც დაბალია. 2024 წელს საერთო მოგების მარჟამ 10.7%, საოპერაციო მარჟამ 1.6%, ხოლო EBITDA მარჟამ 1.9% შეადგინა.
📑 კომპანიის აქტივების ძირითადი ნაწილი მარაგებშია კონცენტრირებული. 2024 წლის ბოლოს მარაგები ₾9.9 მილიონი იყო, ანუ აქტივების 70%. მიუხედავად ამისა, სამუშაო კაპიტალის დაფინანსების საჭიროება ზომიერია, რადგან მარაგების 62-დღიან ბრუნვას ნაწილობრივ აბალანსებს მომწოდებლებისგან მიღებული 43-დღიანი გადახდის პირობები. შედეგად, ფულის ამოღების ციკლი (cash conversion cycle) დაახლოებით 25 დღეს შეადგენს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს შედარებით დაბალი ლევერიჯით იმუშაოს. 2024 წლის ბოლოს საბანკო სესხები ₾3.5 მილიონს შეადგენდა, ფული კი ₾2.6 მილიონი იყო; შესაბამისად, Net Debt / EBITDA მხოლოდ 0.6x-ს შეადგენდა.
💰 2020-24 წლებში კომპანიამ საოპერაციო საქმიანობიდან ჯამურად ₾9.1 მილიონი ფულადი ნაკადები მიიღო, საპროცენტო ხარჯისა და კაპიტალური დანახარჯების დაფარვის შემდეგ კი ₾7.2 მილიონის თავისუფალი ფულადი ნაკადები დარჩა. ამავე პერიოდში კი დივიდენდად ₾7.6 მილიონი გაანაწილა, მათ შორის ₾4.2 მილიონი 2024 წელს. ფაქტობრივად, დივიდენდის მცირე ნაწილი მიღებული სესხით დაიფინანსა, ვინაიდან ამ პერიოდში კომპანიამ ₾1.5 მილიონის სესხი აიღო (net of debt repayment).
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾72.3 მილიონი (CAGR 2019-24: 10.7% | -32.0% წ/წ)
- საერთო მოგების მარჟა: 10.7%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 1.6%
- EBITDA: ₾1.4 მილიონი
- EBITDA მარჟა: 1.9%
- წმინდა მოგების მარჟა: 1.3%
- Net Debt / EBITDA: 0.6x
- დივიდენდები 2020-24 ჯამურად: ₾7.6 მილიონი გადახდილი (₾8.1 მილიონი გამოცხადებული)