ს აერთიანებს და 2,700-მდე სტუდენტს ითვლის. 32.8%-ს გენერალური დირექტორი რობერტ-მაიკლ ქაუგილი ფლობს, 21.0%-ს თამარ ციციშვილი-ქაუგილი, დანარჩენს კიდევ რვა პირი. ადგილობრივ სტუდენტებზე შემოსავლის 40%-მდე მოდის, რაც საერთაშორისო მოთხოვნის მნიშვნელობას აჩვენებს.
🎯 GAU-ს შემოსავალი ხუთ წელიწადში 2.5-ჯერ გაიზარდა, დაგროვილმა ფულადმა ნაკადებმა კი ვალის დაფარვის, სხვა საწარმოებში ინვესტირებისა და ფულადი რეზერვის შექმნის შესაძლებლობა მისცა. თუმცა ბოლო წლებში მომგებიანობა შემცირდა და 2024 წელს უნივერსიტეტმა საოპერაციო ზარალი მიიღო.
📈 2024 წელს შემოსავალი ₾20.9 მილიონამდე გაიზარდა (+14.5%). 2019–24 წლების საშუალო წლიური ზრდა (CAGR) 19.7%-ია. 2024/25 სასწავლო წელს ახალი ჩარიცხვები 682-დან 963-მდე გაიზარდა (+41%). წარმოდგენილი მონაცემებით, მოთხოვნის შემცირება არ იკვეთება.
📑 EBITDA მარჟა 2021 წელს 39.2% იყო, 2022 წელს 25.1%, 2023 წელს 7.3%, 2024 წელს კი 0.4%. ხარჯების ზრდის ძირითადი წყაროები შეიცვალა. (1) 2023 წელს ხელფასმა და იჯარამ ჯამში ₾4.2 მილიონით მოიმატა, შემოსავალმა მხოლოდ ₾1.7 მილიონით; (2) 2024 წელს პროფესიულმა მომსახურებამ ₾4.4 მილიონით მოიმატა და ₾8.3 მილიონი შეადგინა; (3) ხელფასმა, მარკეტინგმა და ადმინისტრაციამ კიდევ ₾592 ათასი დაამატა. იჯარის შემცირებამ ზრდა ნაწილობრივ შეამსუბუქა. პროფესიული მომსახურების შემადგენლობა არ არის ჩაშლილი, ამიტომ ხარჯის ზრდის კონკრეტული მიზეზი და განმეორებადობა უცნობია. შედარებისთვის, finSPOT-ზე ალტე უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის 2024 წლის EBITDA მარჟა 27.0%-ია, საქართველოს უნივერსიტეტის კი 30.9%. GAU-ს ₾436 ათასი საოპერაციო ზარალი ჰქონდა, თუმცა ₾444 ათასი საკურსო მოგების დახმარებით მცირე წმინდა მოგება შეინარჩუნა.
🏦 საპროცენტო ვალი 2022 წლიდან არ აქვს, ფულადი რეზერვი კი ₾7.7 მილიონია, რომლის 97% უცხოურ ვალუტაშია. მომწოდებლებთან ვალდებულებების ზრდის გამო მიმდინარე ლიკვიდურობა 6.5x-დან 1.9x-მდე შემცირდა. მიუხედავად შემცირებისა, ფულადი რეზერვი მთლიან მიმდინარე ვალდებულებებს ფარავს, რაც უნივერსიტეტს ფინანსურ მოქნილობას უნარჩუნებს.
💵 2020–24 წლებში საოპერაციო ფულადი ნაკადი პროცენტის გადახდამდე ₾15.4 მილიონი იყო, CapEx ₾1.5 მილიონი, თავისუფალი ფულადი ნაკადი (FCFF) ₾13.8 მილიონი, საპროცენტო ხარჯის შემდეგ (FCF) კი ₾13.6 მილიონი. ეს პერიოდი მოიცავს როგორც მაღალი მომგებიანობის წლებს, ისე ბოლო წლების შემცირებულ შედეგებს. ამასთან, 2024 წლის ₾4.4 მილიონ საოპერაციო ნაკადს სავაჭრო და სხვა ვალდებულებების ზრდამ ₾3.9 მილიონი დაამატა. საბრუნავი კაპიტალის ცვლილებებამდე ნაკადი მხოლოდ ₾100 ათასი იყო. შესაბამისად, 2024 წლის მაღალი ფულადი ნაკადი ძირითადად ვალდებულებების ზრდას უკავშირდება და არა მაღალ საოპერაციო მომგებიანობას.
💰 2020–24 წლების ჯამური დივიდენდი ₾1.2 მილიონია (2024: ₾0.3 მლნ), იმავე პერიოდის FCF-ის 8.5%. იმავე წლებში მენეჯმენტის ჯამურმა ანაზღაურებამ ₾6.2 მილიონი შეადგინა (2024: ₾1.1 მლნ). ფულადი რესურსი დივიდენდების გარდა ვალის დაფარვასა და სხვა საწარმოებში ინვესტირებას მოხმარდა, ნაწილი კი ფულად რეზერვად დარჩა. 2024 წლის ბოლოს სხვა საწარმოებში წილების საბალანსო ღირებულება ₾4.0 მილიონი იყო, აქტივების 23%.
📊 2024 წლის ძირითადი კონსოლიდირებული მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾20.9 მლნ (+14.5% წ/წ)
- სტუდენტების რაოდენობა: 2,700-მდე (2023: 2,500-მდე)
- საოპერაციო მოგების მარჟა: -2.1%
- EBITDA: ₾87 ათასი
- EBITDA მარჟა: 0.4%
- წმინდა მოგება: ₾28 ათასი (მარჟა: 0.1%)
- დივიდენდი: ₾316 ათასი (2020–24: ₾1.2 მლნ)