ნილ "მეფე ერეკლეს აბანოს". კომპანია სტუმრებს კერძო ნომრებს, სპას და მასაჟს სთავაზობს, 2026 წლის იანვარში კი რესტორანი "ისტორია" გახსნა. კომპანიის 50%-იანი შვილობილი, შპს "გოგირდის წყლები", გოგირდის წყლის მოპოვებასა და რეალიზაციას ეწევა. კომპანიის 50%-ს თეიმურაზ მამაცაშვილი ფლობს, 25%-ს ედუარდ ზმოიანი (შპს "რეალ ისთეით გრუპის" მეშვეობით), 15%-ს მანანა ციხელაშვილი, 10%-ს კი დავით ბეჟუაშვილი (შპს "ჩემექსიმ ინტერნეიშენალის" მეშვეობით).
🎯 "ჭრელი აბანო" მაღალმარჟიანი ბიზნესია. პანდემიის შემდეგ კომპანიის EBITDA მარჟა საშუალოდ 50%-ს აჭარბებს. მომგებიანობას დაგროვილი მოგებაც ადასტურებს, რამაც 2025 წლის ბოლოს ₾17.3 მილიონი შეადგინა. 2023 წელს კომპანიამ მეორე აბანო გახსნა და პანდემიამდელ შემოსავალს გადააჭარბა. კომპანია მოგებას ძირითადად ახალ ობიექტებში აბანდებს, დანარჩენს კი თითქმის სრულად მფლობელებზე ანაწილებს.
📈 2025 წელს შემოსავალი 15%-ით, ₾8.5 მილიონამდე გაიზარდა. წინა ორი წლის 25%-იანი ზრდისგან განსხვავებით, ეს ზრდა ახალი ობიექტის გარეშე, არსებული ორი აბანოდან მოვიდა. 2019 წლიდან, პანდემიის ჩავარდნის ჩათვლით, შემოსავალი საშუალოდ წლიურად (CAGR) 10%-ით იზრდებოდა. შემოსავლის 87% აბანოების ნომრების გაქირავებიდან მოდის (+16% წ/წ), დანარჩენი ჰიგიენური საშუალებების, საკვებისა და სასმელის გაყიდვა და სხვა დაკავშირებული შემოსავლებია.
📑 ყველაზე დიდი საოპერაციო ხარჯი ხელფასებია, რამაც 2025 წელს ₾2.1 მილიონი შეადგინა, ანუ შემოსავლის მეოთხედი (2024: 20%). დანარჩენი საოპერაციო ხარჯები (ცვეთის გარეშე) შემოსავლის 26%-ია, ძირითადად ჰიგიენური საშუალებები, კომუნალური ხარჯები და რემონტი. იჯარის ხარჯი შემოსავლის 1%-საც არ აღწევს, რადგან აბანოების მიწა და შენობები ძირითადად კომპანიის ბალანსზეა. შედეგად, EBITDA-მ ₾4.2 მილიონი, EBITDA მარჟამ კი 49.6% შეადგინა (2024: 48.9%).
🏦 კომპანიას დაბალი ლევერიჯი აქვს, რადგან ინვესტიციებს ძირითადად საოპერაციო ფულადი ნაკადით აფინანსებს. 2025 წლის ბოლოს მთლიანი ვალი, იჯარის ჩათვლით, ₾2.6 მილიონი იყო, Total Debt/EBITDA კი მხოლოდ 0.6x.
💵 2021-25 წლებში წმინდა საოპერაციო ფულადმა ნაკადმა ჯამურად ₾13.3 მილიონი შეადგინა, აქედან ₾8.5 მილიონი კომპანიამ CapEx-ზე დახარჯა. ინვესტიციების ორი ტალღა ახალ ობიექტებს დაემთხვა. 2023 წელს, მეფე ერეკლეს აბანოს გახსნის წელს, ₾4.0 მილიონის მშენებლობა დასრულდა. 2025 წელს, "ისტორიის" გახსნის წინა წელს, CapEx ₾2.6 მილიონი იყო, საიდანაც ₾2.0 მილიონი დაუმთავრებელი მშენებლობაა. დარჩენილმა თავისუფალმა ფულადმა ნაკადმა საპროცენტო ხარჯის შემდეგ (FCF) ₾4.8 მილიონი შეადგინა.
💰 2021-25 წლებში მფლობელებმა დივიდენდად და საწესდებო კაპიტალის შემცირებით ჯამურად ₾4.4 მილიონი მიიღეს, ამავე პერიოდის FCF-ის 93%. 2024 წლის ₾2.6 მილიონის დივიდენდი იმავე წლის FCF-ს (₾1.6 მილიონი) აღემატებოდა. სხვაობა ამავე წელს აღებულმა ₾1.8 მილიონის საბანკო სესხმა დაფარა, ანუ დივიდენდი ფაქტობრივად ნაწილობრივ სესხით დაფინანსდა.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾8.5 მლნ (+14.6% წ/წ)
- საოპერაციო მოგების მარჟა: 45.1%
- EBITDA: ₾4.2 მლნ
- EBITDA მარჟა: 49.6%
- წმინდა მოგება: ₾3.8 მლნ (მარჟა: 44.6%)
- დივიდენდი საწესდებო კაპიტალის შემცირების ჩათვლით (2021-25): ₾4.4 მლნ (2025: ₾78 ათასი)