ებავების/სამშენებლო ქიმიის მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. კომპანია საქართველოში 2005 წელს დაფუძნდა და გერმანული ლაქ-საღებავების იმპორტთან ერთად ადგილობრივ წარმოებასაც ახორციელებს: 2008 წელს დისპერსიული საღებავების ქარხანა გახსნა, ხოლო 2015 წელს - მშრალი მასალების საწარმო. პროდუქციის პორტფელი მოიცავს ინტერიერისა და ფასადის საღებავებს, გრუნტებს, ფითხებს, ბათქაშებს, თერმოიზოლაციის სისტემებს, ლაქებს/ლაზურებს და იატაკის/ინდუსტრიულ დანაფარებს. Caparol-ის მშობელი ჯგუფი DAW გერმანული, ოჯახური კომპანიაა, რომელიც 1895 წლიდან ოპერირებს და Caparol-ის გარდა Alpina, Alligator, Disbon, Krautol და სხვა ბრენდებს აერთიანებს.
📑 2020-25 წლებში კომპანიის შემოსავალი 2.0-ჯერ გაიზარდა და 2025 წელს ₾51.1 მილიონს მიაღწია (CAGR: 15%; +7.2% წ/წ). შემოსავლის ძირითადი ნაწილი - ₾49.9 მილიონი - ადგილობრივ რეალიზაციაზე მოდის. ექსპორტი ჯერ მცირეა, მაგრამ სწრაფად გაიზარდა: 2025 წელს ₾1.7 მილიონი შეადგინა (+68% წ/წ), ანუ შემოსავლის 3.4%.
📑 კომპანიის მომგებიანობა მაღალია და 2020 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, თუმცა 2025 წელს მარჟები 2023-24 წლების პიკთან შედარებით მცირედით შემცირდა. საერთო მოგების მარჟამ 2025 წელს 49% შეადგინა, საოპერაციო და EBITDA მარჟებმა კი, შესაბამისად, 22% და 24%.
📑 კომპანია საოპერაციო ხარჯებს საკმაოდ ეფექტურად მართავს. 2025 წელს OpEx შემოსავლის 27% იყო (2019: 29%). საოპერაციო ხარჯების ყველაზე მსხვილი ცალკეული კომპონენტი პერსონალის ხარჯია, რამაც 2025 წელს ₾5.5 მილიონი შეადგინა, ანუ შემოსავლის 11%. OpEx-ის სხვა მსხვილი ცალკეული კომპონენტებია რეკლამა (₾1.5 მლნ), როიალტი (₾1.2 მლნ), მომსახურების ხარჯები (₾0.9 მლნ), ტრანსპორტირება/შენახვა (₾0.8 მლნ) და იჯარა (₾0.7 მლნ).
📑 ბალანსი განსაკუთრებულად ძლიერი და მაღალლიკვიდურია. 2025 წლის ბოლოს ფული ₾20.6 მილიონს შეადგენდა, ანუ აქტივების 59%-ს, სასესხო ვალდებულებები კი კომპანიას არ ჰქონდა.
📑 მაღალი მომგებიანობა, დაბალი CapEx-ის საჭიროება (2019-25 წლებში CapEx / შემოსავალი საშუალოდ მხოლოდ 1.9%), მაღალი ლიკვიდურობა და ნულოვანი ლევერიჯი კომპანიას დივიდენდების გაცემის საშუალებას აძლევს.
💰 2020-25 წლებში კომპანიამ საოპერაციო საქმიანობიდან ჯამურად ₾47.3 მილიონი ფულადი ნაკადი მიიღო, საიდანაც კაპიტალურ დანახარჯებზე მხოლოდ ₾4.4 მილიონი დაიხარჯა. შესაბამისად, კომპანიას მნიშვნელოვანი თავისუფალი ფულადი ნაკადი დარჩა. 2021-25 წლებში ₾24.6 მილიონი დივიდენდის სახით გაანაწილა (მათ შორის ₾5.4 მილიონი 2025 წელს), ხოლო დარჩენილი თანხის დიდ ნაწილი ბალანსზე შეინარჩუნა ქეშის სახით. შედეგად, ფულადი ნაშთი 2025 წლის ბოლოს ₾20.6 მილიონამდე გაიზარდა.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾51.1 მილიონი (+7.2% წ/წ)
- საერთო მოგების მარჟა: 49.3%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 22.1%
- EBITDA: ₾12.0 მილიონი
- EBITDA მარჟა: 23.6%
- წმინდა მოგება: ₾10.4 მილიონი
- წმინდა მოგების მარჟა: 20.3%
- ფინანსური ვალი: ₾0
- ფულადი სახსრები: ₾20.6 მილიონი
- ფული / აქტივები: 59%
- დივიდენდები 2021-25 ჯამურად: ₾24.6 მილიონი