16 September 2026

💡 გავეცნოთ საქართველოს ცემენტის ბიზნესს შემდეგი 7 კომპანიის მაგალითზე:
1️⃣ შპს „ქართული ცემენტი“ (Hunnewell Cement; 2024 წლის სექტემბრამდე HeidelbergCement Georgia)
2️⃣ შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუფ“ (Georgian Building Group | GBG)¹
3️⃣ შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ (Georgian Cement Company | GCC)
4️⃣ შპს „ევროცემენტი“ (Evrocement)
5️⃣ შპს „სტანდარტ ცემენტი“ (Standard Cement)
6️⃣ შპს „მეგა ცემენტი“ (Mega Cement)
7️⃣ შპს „მაქს იმპორტი“ (Max Import)
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (GCCA) მონაცემებით, საქართველოს ცემენტის ბაზარი 2023 წლის 2.64 მილიონი ტონიდან 2024 წელს 3.01 მილიონ ტონამდე გაიზარდა (+14%). ბაზარი მზარდია და, ამავდროულად, მაღალკონცენტრირებული.
წყარო: კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები (reportal.ge), საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები და ბაზრის შეფასება, კომპანიების საჯარო განცხადებები და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია; finSPOT-ის ანალიზი.
შენიშვნა: იხილეთ პასუხისმგებლობის შეზღუდვა www.finspot.ge/disclaimer.
¹ GBG-ს 2024 წლის ანგარიშგება კონსოლიდირებულია და 2024 წლის 21 მარტს დაფუძნებულ 100%-იან შვილობილ შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუფ ბეტონს“ (2024 წლის შემოსავალი ₾35.6 მილიონი) მოიცავს; 2019-2023 წლების მონაცემები ინდივიდუალურია.
² ფულადი ნაკადები 2022-2024 წლების ჯამია; Evrocement-ისთვის ფულადი ნაკადების უწყისი მხოლოდ 2023-2024 წლებისთვისაა ხელმისაწვდომი და მისი ციფრები ორი წლის ჯამია.
³ მფლობელებზე განაწილებული თანხები მოიცავს როგორც დივიდენდებს, ისე კაპიტალის შემცირებას; Hunnewell Cement-ის შემთხვევაში 2023-2024 წლების ₾203.9 მილიონი სრულად კაპიტალის შემცირებაა.
⁴ „ქართული ცემენტი“ (Hunnewell) GBG-ს შეძენას გეგმავდა და 2025 წლის სექტემბერში კონკურენციის ეროვნული სააგენტოსგან პირობითი თანხმობაც მიიღო, თუმცა გარიგება, როგორც ჩანს, გადაიდო: 2026 წლის იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრში GBG-ს მფლობელები უცვლელია.
კოეფიციენტების დეფინიციები:
Adj. EBITDA: Adj. საოპერაციო მოგება ცვეთისა და ამორტიზაციის დამატებით.
EBITDA მარჟა: Adj. EBITDA გაყოფილი შემოსავალზე.
საერთო მოგების მარჟა: შემოსავალს გამოკლებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, გაყოფილი შემოსავალზე.
საოპერაციო მარჟა: Adj. საოპერაციო მოგება გაყოფილი შემოსავალზე.
ROIC: საოპერაციო მოგება გაყოფილი საშუალო ინვესტირებულ კაპიტალზე (კაპიტალს დამატებული წმინდა ვალი).
საოპერაციო ფულადი ნაკადი (OCF): საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადი პროცენტის გადახდამდე.
თავისუფალი ფულადი ნაკადი (FCFF): საოპერაციო ფულადი ნაკადი გამოკლებული კაპიტალური დანახარჯები (CapEx); ფული, რომელიც კრედიტორებისა და მფლობელების განკარგულებაში რჩება.
FCF პროცენტის შემდეგ: FCFF გამოკლებული გადახდილი პროცენტი; ფული, რომელიც ვალის დაფარვასა და მფლობელებზე განაწილებას შეიძლება მოხმარდეს.
წმინდა ვალი / EBITDA: მთლიანი ვალი (საიჯარო ვალდებულებების ჩათვლით) გამოკლებული ფულადი სახსრები, გაყოფილი EBITDA-ზე.
მიმდინარე ლიკვიდობის კოეფიციენტი: მიმდინარე აქტივები გაყოფილი მიმდინარე ვალდებულებებზე.
ფულადი კონვერსიის ციკლი: მარაგების დღეები დამატებული დებიტორული დავალიანების დღეები, გამოკლებული კრედიტორული დავალიანების დღეები.
5-წლიანი CAGR: შემოსავლის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 2019-2024 წლებში.