მპანიას თანაბრად, 50-50%-ით, დავით რაზმაძე და ვახტანგ ლაშხი ფლობენ.
🎯 "იქსთრიმი", სექტორის გათვალისწინებით, მაღალმარჟიანი ბიზნესია, რომელიც მოგების დიდ ნაწილს მფლობელებზე ანაწილებს. ბოლო ორ წელს დივიდენდად წმინდა მოგების დაახლოებით 90% გაიცა. სუსტი წერტილი მარაგებია. საქონელი საშუალოდ წელიწადნახევარზე მეტ ხანს რჩება გაუყიდავი, ანუ კაპიტალის დიდი ნაწილი თაროებზეა გაჩერებული. წლის ბოლოს კომპანიას ვალი არ აქვს, თუმცა ფულადი ბუფერი საგრძნობლად შეთხელდა.
📈 2025 წელს შემოსავალი 5%-ით, ₾10.3 მილიონამდე შემცირდა. ეს 2020 წლის შემდეგ პირველი კლებაა. 2019 წლიდან კი შემოსავალი საშუალოდ წლიურად (CAGR) 15%-ით იზრდებოდა.
📑 2025 წელს საერთო მოგების მარჟამ 55.7% შეადგინა (2024: 54.2%). საოპერაციო ხარჯების (ცვეთის გარეშე) წილი შემოსავალში კი 19.2%-მდე გაიზარდა (2024: 14.9%), რისი ძირითადი მიზეზიც ხელფასების 18%-იანი ზრდა იყო. შედეგად, EBITDA-მ ₾3.8 მილიონი შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 37.3% (2024: 39.3%). EBITDA-ს წლიური 10%-იანი კლება ძირითადად შემოსავლების შემცირებამ და ხელფასების ხარჯის ზრდამ გამოიწვია.
🏦 2025 წლის ბოლოს კომპანიას სასესხო ვალდებულება არ ჰქონდა. 2020 წელს ვალი ₾5.1 მილიონი იყო და 2024 წლისთვის სრულად დაიფარა. წლის განმავლობაში კომპანია საკრედიტო ხაზსა და ევროში აღებულ საბანკო სესხს იყენებდა. ბალანსზე ₾7.8 მილიონის შენობაა, ანუ "იქსთრიმის" მაღაზია საკუთრებაში არსებული ფართია და არა ნაქირავები. შენობის გადაფასების გამო ₾17.2 მილიონიანი საკუთარი კაპიტალიდან ₾7.6 მილიონი გადაფასების რეზერვია. ამ რეზერვის გარეშე ROAE 27.8% იქნებოდა და არა 15.7%.
💰 2021-25 წლებში კომპანიამ მფლობელებზე ჯამურად ₾7.7 მილიონი გასცა, ანუ ამავე პერიოდის წმინდა მოგების 50%. დივიდენდი სწრაფად იზრდება: 2023 წელს ₾1.0 მილიონი, 2024 წელს ₾2.1 მილიონი, 2025 წელს კი ₾3.5 მილიონი. 2025 წლის დივიდენდმა წლის წმინდა მოგებას (₾2.8 მილიონი) გადააჭარბა. ამავე წელს მარაგები ₾1.8 მილიონით გაიზარდა და ამ ორმა ფაქტორმა ერთად ფულადი ნაშთი ₾2.7 მილიონიდან ₾0.8 მილიონამდე შეამცირა.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾10.3 მლნ (-4.5% წ/წ)
- საერთო მოგების მარჟა: 55.7%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 29.7%
- EBITDA: ₾3.8 მლნ
- EBITDA მარჟა: 37.3%
- წმინდა მოგება: ₾2.8 მლნ (მარჟა: 26.7%)
- დივიდენდი: ₾3.5 მლნ (2021-25: ₾7.7 მლნ)