ით ქსელი Wrap Master-ის ცხრა და Wings Star-ის ერთ ობიექტს მოიცავს.** პროდუქციას ფილიალებითა და მიტანის პლატფორმებით ყიდის. კომპანიის 45-45%-ს ნოდარი და გიორგი გვილავები ფლობენ, 10%-ს კი დირექტორი ლაშა კაკუშაძე.
🎯 2025 წელს "ვრაპ მასტერის" შემოსავალი 59%-ით გაიზარდა და ₾7 მილიონს გადააჭარბა, თუმცა კომპანიამ წელი ₾345 ათასიანი ზარალით დახურა. ზარალიანობა ძირითადად თვითღირებულების წილის ზრდამ და საერთო მოგების მარჟის შემცირებამ განაპირობა. საოპერაციო ხარჯების წილი კი თითქმის უცვლელი დარჩა, რის გამოც საერთო მოგება მათ დასაფარად აღარ იყო საკმარისი.
📈 2025 წელს შემოსავალმა ₾7.2 მილიონი შეადგინა. თანამშრომელთა რაოდენობა 40-დან 60-მდე გაიზარდა.
📑 საერთო მოგების მარჟა 82.4%-დან 66.4%-მდე შემცირდა. მიღებული ₾4.8 მილიონი საერთო მოგება ვერ ფარავდა საოპერაციო ხარჯებს, რომლებიც ცვეთის გარეშეც ₾5.1 მილიონი იყო, შემოსავლის 71.0% (2024: 69.6%). აქედან ₾2.0 მილიონი პერსონალის ანაზღაურებაა. ხარჯები იჯარასაც მოიცავს, რომლის თანხა ცალკე გამოყოფილი არ არის. შედეგად, EBITDA ₾573 ათასიდან -₾312 ათასამდე დაეცა 2025 წელს. თვითღირებულების მკვეთრ ცვლილებას ანგარიშგება არ ხსნის.
🏦 2025 წლის ბოლოს საბანკო სესხი ₾143 ათასი იყო (2024: ₾81 ათასი), საკუთარი კაპიტალი კი ₾197 ათასამდე შემცირდა (2024: ₾488 ათასი). ფულადი ნაშთი მხოლოდ ₾37 ათასი იყო.
💰 2024-25 წლებში დივიდენდი არ გაცემულა. 2024 წელს დამფუძნებლებმა ₾107 ათასი გაიტანეს და ₾65 ათასი შეიტანეს, ანუ წმინდად ₾42 ათასი გაიტანეს. 2025 წელს კი კაპიტალში დამატებით ₾55 ათასის შენატანი განახორციელეს.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾7.2 მლნ (+59.1% წ/წ)
- თანამშრომელთა რაოდენობა: 60 (2024: 40)
- საერთო მოგების მარჟა: 66.4%
- საოპერაციო მოგების მარჟა: -4.8%
- EBITDA: -₾312 ათასი
- EBITDA მარჟა: -4.4%
- წმინდა ზარალი: -₾345 ათასი (მარჟა: -4.8%)
- დივიდენდი: არ გაცემულა (2024-25)