ქონელს თბილისისა და ფოთის საწყობებიდან ავრცელებს და თითქმის ნახევარს სომხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში რეექსპორტზე უშვებს. კომპანიის 70%-ს ლევან ჭიორელი ფლობს, 30%-ს კი ლევან კაჭარავა.
🎯 "ვიტამინი 2017" მაღალი ბრუნვისა და დაბალი მარჟის ბიზნესია: 2019 წლიდან შემოსავალი თითქმის გაოთხმაგდა, თუმცა 2025 წელს EBITDA მარჟა მხოლოდ 2.6% იყო. მარაგები სწრაფად ბრუნავს, მაგრამ კომპანია იმპორტს წინასწარ აფინანსებს და აქტივების თითქმის ნახევარი გადახდილ ავანსებშია განთავსებული. ამიტომ გაყიდვების ზრდა მეტ საბრუნავ დაფინანსებას მოითხოვს და მოგება სრულად თავისუფალ ფულად ვერ გარდაიქმნება. 2025 წელს ბიზნესმა მოგება გამოიმუშავა, თუმცა ინვესტიციებისა და დივიდენდის დასაფინანსებლად დამატებითი სესხებიც დასჭირდა.
📈 2025 წელს შემოსავალი 21%-ით, ₾145 მილიონამდე გაიზარდა. 2019 წლიდან შემოსავალი თითქმის გაოთხმაგდა. ადგილობრივი გაყიდვები 31%-ით, ₾78 მილიონამდე გაიზარდა, ექსპორტი და რეექსპორტი კი 11%-ით, ₾67 მილიონამდე. შედეგად, ექსპორტისა და რეექსპორტის წილი შემოსავალში 46%-მდე შემცირდა (2024: 50%).
📑 2025 წელს საერთო მოგების მარჟამ 8.4% შეადგინა (2024: 9.1%). საოპერაციო ხარჯები (ცვეთის გარეშე) ₾8.5 მილიონამდე გაიზარდა (+12% წ/წ) და შემოსავლის 5.9% შეადგინა (2024: 6.3%). საოპერაციო ხარჯების უმსხვილესი კომპონენტი კი ხელფასებია, რამაც ₾3.3 მილიონი შეადგინა, შემოსავლის 2.3% (2024: 2.1%). შედეგად, EBITDA-მ ₾3.8 მილიონი შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 2.6% (2024: 3.0%). EBITDA-ს ზრდის მიუხედავად, წმინდა მოგება 3%-ით, ₾3.2 მილიონამდე შემცირდა, ძირითადად მოგების გადასახადისა და საპროცენტო ხარჯის ზრდის გამო.
🏦 2025 წლის ბოლოს მთლიანი ვალი ₾3.4 მილიონი იყო, აქტივების 15%, Total Debt/EBITDA კი 0.9x. ვალი სრულად მოკლევადიანია. საკუთარი კაპიტალი ₾17.0 მილიონია, აქტივების 76%, და თითქმის მთლიანად დაგროვილი მოგებისგან შედგება. ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანია წინასწარ უხდის მომწოდებლებს და სწორედ ამიტომ მომწოდებლებზე გადახდილმა ავანსებმა ₾11.1 მილიონი, აქტივების 49%, შეადგინა.
💵 2021-25 წლებში საოპერაციო ფულადმა ნაკადმა ჯამურად ₾8.9 მილიონი შეადგინა, რაც ამავე პერიოდის წმინდა მოგების (₾19.6 მილიონი) თითქმის ნახევარია. ამ სხვაობის დიდ ნაწილს მომწოდებლებისთვის წინასწარ გადახდილი ავანსები ხსნის. ამავე პერიოდში, CapEx-მა ₾4.2 მილიონი შეადგინა, საიდანაც ნახევარზე მეტი 2025 წელს დაიხარჯა ფოთში საწყობისთვის მიწის ნაკვეთისა და სატვირთო მანქანების შესასყიდად. შედეგად, თავისუფალმა ფულადმა ნაკადმა საპროცენტო ხარჯის შემდეგ (FCF) ₾4.3 მილიონი შეადგინა. 2025 წლის ბოლოს ფულადი ნაშთი ₾0.4 მილიონი იყო (2024: ₾1.6 მილიონი).
💰 2021-25 წლებში დივიდენდად ₾4.7 მილიონი გაიცა. 2025 წელს საოპერაციო ნაკადი უარყოფითი იყო (-₾0.4 მილიონი), ამიტომ ₾1.5 მილიონის დივიდენდი და CapEx ფაქტობრივად ₾3.5 მილიონის ახალი საბანკო სესხითა და ფულადი ნაშთით დაფინანსდა.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾145.0 მლნ (+21.2% წ/წ)
- საერთო მოგების მარჟა: 8.4%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 2.5%
- EBITDA: ₾3.8 მლნ
- EBITDA მარჟა: 2.6%
- წმინდა მოგება: ₾3.2 მლნ (მარჟა: 2.2%)
- დივიდენდი (2021-25): ₾4.7 მლნ (2025: ₾1.5 მლნ)