ელოს მასშტაბით აწვდის და ონლაინ მაღაზიებს, სხვა ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს ემსახურება. კომპანიის ინფორმაციით, წელიწადში მილიონზე მეტი ამანათი გადააქვს. კომპანიის 100%-ს მისი დირექტორი, თამარ გოგოლაშვილი ფლობს.
🎯 ონვეი სწრაფად გაზრდილი საკურიერო ბიზნესია, რომლის შემოსავალი ხუთ წელში 6-ჯერ გაიზარდა. 2020-21 წლების ზარალის შემდეგ კომპანია 2022 წლიდან მომგებიანია. 2025 წელს კი შემოსავლების ზრდის ტემპი შენელდა, ხარჯები შემოსავალზე სწრაფად გაიზარდა და EBITDA განახევრდა. 2024 წლიდან მოგება თითქმის სრულად მფლობელზე ნაწილდება, ამიტომ საკუთარი კაპიტალი მცირეა.
📈 2020 წლიდან შემოსავალი 6.1-ჯერ გაიზარდა და 2025 წელს ₾9.7 მილიონი შეადგინა. თუმცა ზრდის უდიდესი ნაწილი 2022-24 წლებზე მოდის (წლიურად 32%-46%), 2025 წელს კი შემოსავალი მხოლოდ 8%-ით გაიზარდა.
📑 2023 წლიდან თვითღირებულებაში კურიერების ანაზღაურება, საწვავი და სატრანსპორტო მომსახურებაა ასახული. 2025 წელს თვითღირებულება 12%-ით, ₾5.9 მილიონამდე გაიზარდა და შემოსავლის 60.7% შეადგინა (2024: 58.1%). საოპერაციო ხარჯები (ცვეთის გარეშე) ₾3.4 მილიონამდე გაიზარდა (+16% წ/წ) და შემოსავლის 35.3% შეადგინა (2024: 32.7%). საოპერაციო ხარჯების უმსხვილესი კომპონენტი კი ადმინისტრაციული ხელფასებია, რამაც ₾2.2 მილიონი შეადგინა, შემოსავლის 22.5% (2024: 21.2%). კიდევ ერთი მსხვილი კომპონენტი იჯარაა, რამაც ₾434 ათასი შეადგინა, შემოსავლის 4.5% (2024: 3.9%). შედეგად, EBITDA-მ ₾394 ათასი შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 4.1% (2024: ₾826 ათასი; 9.2%).
📊 საკურიერო მომსახურება ზოგადად დაბალმარჟიანი ბიზნესია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე. შედარებისთვის, finSPOT-ზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების შვიდი კერძო კომპანიის შემოსავლით შეწონილი EBITDA მარჟა 7.7% იყო, ზარალიანი საქართველოს ფოსტის ჩათვლით კი 3.2% (ბოლო ხელმისაწვდომი წელი).
🏦 2025 წელს კომპანიამ ₾357 ათასის სატრანსპორტო საშუალებები შეიძინა და 2020 წლის შემდეგ პირველად აიღო სესხი. წლის ბოლოს მთლიანი ვალი ₾301 ათასი იყო, რაც აქტივების 13.5%-ს შეადგენდა, Total Debt/EBITDA კი 0.8x იყო. ფულადი ნაშთი (₾542 ათასი) ვალს აღემატება. საკუთარი კაპიტალი კი მხოლოდ ₾86 ათასია (2024: ₾219 ათასი).
💰 2023 წლის ბოლომდე კომპანიას დაგროვილი ზარალი ჰქონდა და 2020-23 წლებში დივიდენდი არ გაუცია. 2024-25 წლებში კი მფლობელზე ჯამურად ₾862 ათასი გაიცა: ₾637 ათასი დივიდენდის, ₾225 ათასი კი საწესდებო კაპიტალის შემცირების სახით. ეს თანხა ამავე პერიოდის წმინდა მოგებას (₾856 ათასი) უტოლდება. 2025 წელს გაცემული დივიდენდი ₾318 ათასი იყო (2024: ₾319 ათასი).
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾9.7 მლნ (+7.7% წ/წ)
- საოპერაციო მოგების მარჟა: 3.2%
- EBITDA: ₾394 ათასი
- EBITDA მარჟა: 4.1%
- წმინდა მოგება: ₾219 ათასი (მარჟა: 2.3%)
- დივიდენდი (2024-25): ₾637 ათასი (2025: ₾318 ათასი)