ოპერირებს. სააგენტოს საქმიანობა მოიცავს სარეკლამო მასალებისა და ბრენდირებული აქსესუარების დამზადებას (საკუთარი საბეჭდი წარმოებით), ივენთების ორგანიზებას, ბრენდინგს და ციფრულ მარკეტინგს. 2024 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 47 იყო.
📑 კომპანიას საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი აქვს. 2019-24 წლებში კომპანიის შემოსავლები თითქმის გასამმაგდა და 2024 წელს შემოსავალმა რეკორდულ ₾12.6 მილიონს მიაღწია. შედეგად კომპანია სექტორის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
📑 რა დგას ამ მასშტაბის უკან? ანგარიშგება შემოსავლებს არ შლის სეგმენტებად. თუმცა ბაზრის ინფორმაცია და კომპანიის სოციალური მედია იმაზე მიანიშნებს, რომ შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი მასშტაბური კორპორატიული ივენთებია, ძირითადად პრემიუმ ბრენდებისთვის.
📑 "მოზაიკას" თუ სხვა კრეატიული სააგენტოების შემთხვევაში მნიშვნელოვანია შემოსავლების სწორი შეფასება. მსგავსი ტიპის კომპანიებში, ანგარიშგებაში მოცემული შემოსავლების დიდი წილი "გამტარ" (pass-through) ხარჯებს უჭირავს: კლიენტისთვის შესყიდული აქსესუარები, მასალები, ივენთის ქვეკონტრაქტორები. ამიტომ სააგენტოებს საერთაშორისო პრაქტიკაში "წმინდა შემოსავლით" აფასებენ (შემოსავალს გამოკლებული მესამე მხარის ხარჯები), რაც Mozaika-ს შემთხვევაში საერთო მოგებას უახლოვდება. 2024 წელს ეს ₾5.5 მილიონია (+26% წ/წ).
📑 "წმინდა შემოსავლების" საშუალოდ 84%-ს კომპანია სახელფასო დანახარჯებზე ანაწილებს. 2024 წელს შრომის ანაზღაურებამ ₾4.6 მილიონი შეადგინა, შედარებისთვის 2019 წელს იგივე მაჩვენებელი ₾1.3 მილიონი იყო.
📑 სახელფასო ხარჯების მოცულობიდან გამომდინარე კომპანიას დაბალი საოპერაციო მოგება აქვს, რამაც 2024 წელს მხოლოდ ₾180 ათასი შეადგინა, ანუ "წმინდა შემოსავლის" 3.3% (მთლიანი შემოსავლის 1.4%). მცირე საოპერაციო შედეგს საპროცენტო ტვირთი ემატება. შედეგად კი კომპანიის წმინდა მოგების მარჟა სულ რაღაც 0.4%-ია.
📑 ფინანსური ვალი ₾1.1 მილიონია (₾1.3 მილიონი ფინანსური იჯარის ჩათვლით), რაც ძირითადად მოიცავს მოკლევადიან საბანკო სესხებს 11.8-14.5% განაკვეთით. ბალანსზე ფული ₾1.6 მილიონია (აქტივების 42%), თუმცა მისი ძირითადი ნაწილი საბანკო გარანტიების უზრუნველყოფად არის დაბლოკილი.
💰 დივიდენდი კომპანიას არსებობის მანძილზე არასდროს გაუნაწილებია, რაც დამახასიათებელია მსგავსი ტიპის კომპანიებისთვის. "მოზაიკას" დამფუძნებლები კომპანიის მართვაში უშუალოდ არიან ჩართულნი. გენერალური დირექტორი თავად ერთ-ერთი დამფუძნებელია. შესაბამისად, მათი ეკონომიკური სარგებელი, დიდი ალბათობით, სახელფასო ხარჯებში აისახება. ეს კი თავის მხრივ ხსნის შრომის ანაზღაურების მაღალ წილს მთლიან შემოსავლებში.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი (ანგარიშგებული): ₾12.6 მილიონი (+28% წ/წ; CAGR 2018-24: 26%)
- წმინდა შემოსავალი (საერთო მოგება): ₾5.5 მილიონი (+26% წ/წ)
- შრომის ანაზღაურება / წმინდა შემოსავალი: 83%
- EBITDA: ₾358 ათასი (წმინდა შემოსავლის 6.5%)
- წმინდა მოგება: ₾51 ათასი
- ფინანსური ვალი: ₾1.1 მილიონი (+ იჯარები ₾165 ათასი)
- ფული: ₾1.6 მილიონი (ძირითადად საბანკო გარანტიების უზრუნველყოფა)
- კაპიტალი / აქტივები: 5.8%
- დივიდენდები 2019-24: ₾0 (არ გაუცია)