ტერიერის დიზაინის სტუდიაა. კომპანია მუშაობს მრავალფუნქციურ, სასტუმრო, საოფისე და საცხოვრებელ პროექტებზე. პორტფელშია 85 ათასი მ² Alliance Highline და 95 ათასი მ² Chavchavadze Towers. სტუდიას მიღებული აქვს ArchDaily-ის, Architizer-ისა და FIABCI-ის საერთაშორისო ჯილდოები, რაც ადგილობრივ ბაზარზე მის ბრენდს მნიშვნელოვნად აძლიერებს. კომპანია 100%-ით გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.
📑 2020-24 წლებში შემოსავლები 2.3-ჯერ გაიზარდა და ₾2.7 მილიონს მიაღწია, თუმცა 2023 წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა. კომპანიის ბრუნვა წლიდან წლამდე მერყევია, რაც ბუნებრივია მსგავსი ტიპის ბიზნესებში, ვინაიდან შემოსავალი საპროექტო ეტაპების დასრულების მიხედვით აღიარდება.
📑 2024 წელს შემოსავლის შემცირებას მომგებიანობის უფრო მკვეთრი ვარდნა მოჰყვა. საოპერაციო მოგება 41%-ით შემცირდა და ₾1.1 მილიონი შეადგინა, საოპერაციო მარჟა კი 39%-მდე შემცირდა (2023: 53%). შემოსავლის 20%-იანი ვარდნის ფონზე სახელფასო ხარჯი მხოლოდ 13%-ით შემცირდა, ადმინისტრაციული და სხვა საოპერაციო ხარჯები კი 66%-ით გაიზარდა. შედეგად, 2024 წლის წმინდა მოგება 53%-ით შემცირდა და ₾747 ათასი შეადგინა.
📑 კომპანიას სასესხო ვალდებულებები არ აქვს, 2024 წლის ბოლოს კი ბალანსზე ₾894 ათასის ფულადი ნაშთი ჰქონდა (2023: ₾1.1 მილიონი). ეს კი ძირითადად განპირობებულია კომპანიის ანგარიშსწორების მოდელით. "ხმალაძე არქიტექტორების" სავაჭრო მოთხოვნები სულ ₾110 ათასი იყო, კლიენტებისგან წინასწარ მიღებული ავანსები კი ₾3.0 მილიონი. ანუ კომპანია პროექტებს ძირითადად კლიენტების წინასწარი გადახდებით აფინანსებს და დებიტორების ამოღებაზე თითქმის არ არის დამოკიდებული.
📑 მსგავსი ტიპის კომპანიების ბიზნეს-მოდელი ადამიანურ კაპიტალზეა დაფუძნებული. შესაბამისად, საოპერაციო ხარჯების უმსხვილესი ცალკეული კომპონენტი ხელფასებია. 2020-24 წლებში სახელფასო ხარჯმა საშუალოდ შემოსავლის 43% და საოპერაციო ხარჯების დაახლოებით 74% შეადგინა. შედეგად, შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი წმინდა მოგებაში გადადის. 2020-24 წლებში კომპანიამ ჯამურად ₾4.23 მილიონი წმინდა მოგება მიიღო, რაც 42%-იან წმინდა მარჟას წარმოადგენს.
💰 მიღებული მოგება თითქმის სრულად მფლობელზე ნაწილდება. 2020-24 წლებში დივიდენდებმა ჯამურად ₾4.0 მილიონი შეადგინა, ამავე პერიოდის კუმულაციური წმინდა მოგების 95%. მხოლოდ 2024 წელს გაცემულმა დივიდენდმა ₾1.6 მილიონი შეადგინა.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾2.71 მილიონი (-20% წ/წ; 2.3x 2020 წელთან შედარებით)
- საოპერაციო მოგება: ₾1.1 მილიონი
- საოპერაციო მოგების მარჟა: 39.2%
- წმინდა მოგება: ₾747 ათასი
- წმინდა მოგების მარჟა: 27.5%
- სახელფასო ხარჯი: ₾1.0 მილიონი (შემოსავლის 37%)
- 2024 წლის დივიდენდი: ₾1.6 მილიონი
- 2020-24 წლების დივიდენდები: ₾4.0 მილიონი