იბეს" გაყიდვების 81% საბითუმო ვაჭრობაზე მოდიოდა, დანარჩენი 19% კი საცალოზე. წლის ბოლოს ქსელი 35 მაღაზიას/საწყობს აერთიანებდა. საბოლოო მაკონტროლებელი პირია ლევან დავითაძე.
📈 2025 წელს შემოსავალი ₾520 მილიონი იყო (+18.8% წ/წ; 2019-25 CAGR: 18.4%). საკვების გაყიდვებმა ₾257 მილიონი შეადგინა (+9.4%), არასაკვების ₾137 მილიონი (+27.2%), სასმელების ₾125 მილიონი (+32.8%). ობიექტები 23-დან 35-მდე გაიზარდა (+12 მაღაზია). 2026 წლის 10 აგვისტომდე კიდევ 10 ობიექტი გაიხსნა.
📑 2025 წელს საერთო მოგების მარჟამ 7.7% შეადგინა, რაც კომპანიის საბითუმო ბიზნეს მოდელთან შესაბამისობაშია და finSPOT-ზე წარმოდგენილ ტრადიციულ სუპერმარკეტების ქსელებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. დაბალმარჟიან საბითუმო მოდელს დაბალი საოპერაციო ხარჯებიც ახლავს. მთლიანმა საოპერაციო ხარჯებმა ₾32.5 მილიონი შეადგინა, შემოსავლის 6.3%. კორექტირებული EBITDA ₾15.6 მილიონი იყო, EBITDA მარჟა კი 3.0%. შედარებისთვის, finSPOT-ზე ცხრა სხვა სუპერმარკეტის შეწონილი EBITDA მარჟა 6.4%-ია (ბოლო ხელმისაწვდომი 2024-25 წლები). გასათვალისწინებულია, რომ რუსთავის ფილიალის ხანძარმა ₾1.4 მილიონი ზარალი გამოიწვია 2025 წელს, რასაც finSPOT-ის კორექტირებული EBITDA არ მოიცავს ერთჯერადი, გაუთვალისწინებელი ხარჯის გამო.
🏦 2025 წლის ბოლოს წმინდა ვალი, იჯარებით, ₾49.4 მილიონი იყო (2024: ₾30.8 მილიონი). Net Debt/Adj. EBITDA 3.2x-ია, finSPOT-ის სხვა სუპერმარკეტების მედიანა კი 3.4x, ბოლო ხელმისაწვდომი წლების მიხედვით. მიმდინარე ლიკვიდურობა 0.8x იყო. ფულის კონვერსიის ციკლი (CCC) -22 დღეა, რაც მიუთითებს, რომ საბრუნავი კაპიტალი მომწოდებლების კრედიტით ფინანსდება, როგორც სექტორის უმეტეს კომპანიაში.
💵 გაფართოების დაფინანსება ფულად ნაკადებშიც ჩანს. 2021-25 წლებში OCF პროცენტამდე ₾57.0 მილიონი, CapEx ₾30.4 მილიონი და თავისუფალი ფულადი ნაკადი (FCFF) ₾26.7 მილიონი იყო. თავისუფალი ფულადი ნაკადი საპროცენტო ხარჯის შემდეგ (FCF) ₾8.5 მილიონი დარჩა. იჯარის ძირის ₾12.8 მილიონის გადახდის შემდეგ დეფიციტი ₾4.3 მილიონია, დივიდენდებამდე.
💰 ამ დეფიციტის ფონზე 2021-25 წლების დივიდენდებმა ₾4.6 მილიონი შეადგინა; გადახდები 2024 წელს დაიწყო (2025: ₾3.3 მლნ). დივიდენდებმა გარე დაფინანსების საჭიროება გაზარდა. 2026 წლის 10 აგვისტომდე დამატებით ₾2.9 მლნ გაიცა დივიდენდად. 2025 წლის ხელმძღვანელობის ანაზღაურება ₾1.6 მილიონი იყო (+39.7%).
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾520 მლნ (+18.8% წ/წ)
- მაღაზიები/საწყობები: 35 (2024: 23)
- საერთო მოგების მარჟა: 7.7%
- Adj. საოპერაციო მოგების მარჟა: 1.5%
- Adj. EBITDA: ₾15.6 მლნ
- Adj. EBITDA მარჟა: 3.0%
- წმინდა მოგება: ₾2.5 მლნ (მარჟა: 0.5%)
- დივიდენდი: ₾3.3 მლნ (გადახდილი; 2021-25: ₾4.6 მლნ)