რომელიც უკრაინაში შექმნილი IT STEP-ის ბრენდით საქმიანობს. კომპანია ზრდასრულებსა და ბავშვებს პროფესიულ IT განათლებას როგორც აუდიტორიაში, ისე ონლაინ სთავაზობს, 2023 წლიდან კი VII-XII კლასების ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაცაა. კომპანიის 100%-ს მაკა მახათაძე ფლობს.
🎯 ბოლო ხუთ წელში აკადემიის შემოსავალი თითქმის გაოთხმაგდა და 2025 წელს ₾9.3 მილიონს მიაღწია. კომპანია 2020 წლიდან ყოველწლიურად მომგებიანია და ზრდა საკუთარი მოგებით დააფინანსა. ამავე პერიოდში მოახერხა სასესხო ვალდებულების შემცირება ₾2.8 მილიონიდან ₾0.9 მილიონამდე.
📈 2025 წელს შემოსავალი 15%-ით გაიზარდა და ₾9 მილიონს გადააჭარბა. ყველაზე სწრაფი ზრდა (+59%) 2023 წელს დაფიქსირდა, როცა აკადემია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზდა.
📑 2025 წელს EBITDA-მ ₾1.1 მილიონი შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 11.8% (2024: 18.4%). EBITDA მარჟის შემცირება ძირითადად ადმინისტრაციული და სხვა საოპერაციო ხარჯების ზრდამ განაპირობა — ₾1.6 მილიონიდან ₾2.5 მილიონამდე (+59%). ხელფასები შემოსავლის ~60%-ს შეადგენს. შედარებისთვის, finSPOT-ზე მსგავსი ზომის, ₾6-14 მილიონი წლიური შემოსავლის მქონე ექვსი კერძო სკოლის შემოსავლით შეწონილი EBITDA მარჟა 17.6% იყო (ბოლო ხელმისაწვდომი წელი).
🏦 2025 წლის ბოლოს მთლიანი ვალი ₾904 ათასი იყო, ფულადი სახსრები კი ₾1.8 მილიონი, ანუ კომპანიას წმინდა ფულადი პოზიცია (net cash) აქვს.
💰 ბოლო ხუთ წელში (2021-25) მფლობელმა კომპანიიდან ₾1.07 მილიონი მიიღო — წმინდა მოგების ~20% (2025: ₾606 ათასი, წლიური მოგების ~96%). აქედან ₾600 ათასი დივიდენდის ხაზითაა, ₾465 ათასი კი "სხვა ცვლილებები გაუნაწილებელ მოგებაში" ხაზით, რომელიც ანგარიშგებაში განმარტებული არ არის; მოგების გადასახადის მკვეთრი ზრდა (2024: ₾24 ათასი → 2025: ₾120 ათასი) იძლევა საფუძველს, რომ ესეც მფლობელზე განაწილებაა. შედარებისთვის, finSPOT-ზე წარმოდგენილი კერძო სკოლებიდან "მოძღვარმა" და "ახალმა სკოლამ" ბოლო ხუთ წელში მოგების შესაბამისად 81% და 51% გასცეს.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾9.3 მლნ (+14.6% წ/წ)
- საოპერაციო მოგების მარჟა: 8.8%
- EBITDA: ₾1.1 მლნ
- EBITDA მარჟა: 11.8%
- წმინდა მოგება: ₾629 ათასი (მარჟა: 6.8%)
- დივიდენდი: ₾606 ათასი (2021-25: ₾1.07 მლნ)