ლით აწარმოებს. კომპანია შემოსავალს ადგილობრივი გაყიდვებიდან, ექსპორტიდან და ბრენდის გამოყენების უფლების გაცემიდან იღებს.
🎯 კომპანია წლებია ძირითადად ზარალიანია და საქმიანობის გაგრძელებას მფლობელების შენატანებით ახერხებს. ექსპორტის ზრდამ საოპერაციო ზარალი შეამცირა, თუმცა გაყიდვები ხარჯების დასაფარად კვლავ არასაკმარისია.
📈 2024 წელს შემოსავალი ₾3.8 მლნ-მდე გაიზარდა (+45.3%). ადგილობრივი გაყიდვები ₾2.5 მლნ იყო (+20.4%), ექსპორტი ₾1.2 მლნ (+323.7%), როიალტი ₾72 ათასი (-74.9%), სხვა შემოსავალი ₾54 ათასი (10.8-ჯერ ზრდა). შემოსავლების მატების 79% ექსპორტმა უზრუნველყო. როიალტი "ქართული ლუდის კომპანიისგან" მიღებული შემოსავალია "გურიელის" ბრენდის გამოყენებისთვის, რომლის შემცირებამ გაყიდვების ზრდა ნაწილობრივ შეაფერხა.
📑 კომპანიის საერთო მოგების მარჟა 38% იყო 2024 წელს, მაგრამ საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში 59%-მდეა. შესაბამისად, კომპანია საოპერაციო ზარალზე ოპერირებს. უარყოფითია EBITDA-ც, რამაც -₾637 ათასი შეადგინა 2024 წელს. საოპერაციო ხარჯებში ყველაზე დიდია განაწილება და გაყიდვები (₾850 ათასი), ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურება (₾615 ათასი), და კონსულტაციები (₾184 ათასი). ხელმძღვანელობის ანაზღაურება ₾437 ათასია, ადმინისტრაციული სახელფასო ხარჯის 71%. შედარებისთვის, შრი-ლანკური ჩაის ბრენდის Dilmah-ის საერთო მარჟა FY2023/24-ში მსგავსი, 39.2% იყო, ადმინისტრაციისა და გაყიდვების ხარჯები კი შემოსავლის 32.9%-ს შეადგენდა. ამიტომ კომპანიის ზარალიანობის წყარო არაეფექტური საოპერაციო ხარჯებია.
💵 2023-24 წლებში ბიზნესს უარყოფითი საოპერაციო ფულადი ნაკადები (-₾2.4 მლნ) ჰქონდა პროცენტის გადახდამდეც კი. CapEx მხოლოდ ₾57 ათასი იყო, ამიტომ თავისუფალი ფულადი ნაკადი (FCFF) -₾2.5 მლნ გამოვიდა. პროცენტების გადახდას დამატებით ₾2.5 მლნ დასჭირდა და თავისუფალი ფულადი ნაკადი საპროცენტო ხარჯის შემდეგ (FCF) -₾5.0 მლნ გახდა. ამ ზარალიანობას კი მფლობელების მიერ კაპიტალში შენატანი ფარავს.
💰 დაგროვილი ზარალის პირობებში დივიდენდი არ გაცემულა. საოპერაციო საქმიანობის დასაფინანსებლად და სესხების მომსახურებისთვის მფლობელები კაპიტალში შენატანებს ახორციელებენ. 2023-24 წლებში მათ ჯამურად ₾13.7 მლნ შეიტანეს, აქედან 2024 წელს ₾10.1 მლნ. იმავე წელს სესხების ძირის დაფარვამ ₾8.9 მლნ შეადგინა და ვადამოსული ობლიგაციებიც სრულად დაიფარა. ვალის შემცირება ბიზნესის მიერ გამომუშავებული ფულით ვერ მოხერხდებოდა.
🏦 მთლიანი ვალი ₾9.8 მლნ, აქტივების 60.4% იყო. აქედან ₾6.1 მლნ მფლობელების სესხებია, მოთხოვნამდე დაფარვის პირობით. მიმდინარე ლიკვიდურობა 0.71x-ია, თუმცა მიმდინარე აქტივების ₾4.2 მლნ გასაყიდად გამიზნული ქონებაა. მის გარეშე მაჩვენებელი მხოლოდ 0.23x გამოდის. მარაგების ბრუნვა 253-დან 163 დღემდე შემცირდა, მაგრამ მოკლევადიანი ვალდებულებების დასაფარად ლიკვიდური აქტივები კვლავ არასაკმარისია.
📊 2024 წლის ძირითადი კონსოლიდირებული მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾3.8 მლნ (+45.3% წ/წ)
- საერთო მოგების მარჟა: 38.4%
- საოპერაციო მოგების მარჟა: -26.9%
- EBITDA: -₾637.0 ათასი
- EBITDA მარჟა: -16.7%
- წმინდა ზარალი: -₾3.0 მლნ (მარჟა: -78.5%)
- დივიდენდი: არ გაცემულა (2023-24)