ბს.
📑 "ზოომარტის" შემოსავლები 4.5-ჯერ გაიზარდა 2019-24 წლებში და ₾21.6 მილიონს მიაღწია 2024 წელს (2019: ₾4.8 მილიონი). კომპანიის ასეთი სწრაფი ზრდის ტემპი მნიშვნელოვანწილად ახალი ფილიალების დამატებას უკავშირდება (2019-24 წლებში: +23 ახალი ფილიალი).
📑 კომპანიის შემოსავლების ძირითად წყაროს ცხოველთა საკვების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს (70%), დანარჩენი კი თანაბრად ნაწილდება ვეტერინარულ პროდუქტებზე, აქსესუარებზე, ჰიგიენისა და მოვლის საშუალებებსა და სხვა პროდუქციაზე (თითო ~7-8%).
📑 "ზოომარტის" ბალანსი საკმაოდ დაბალრისკიანია. 2024 წლის ბოლოს კომპანიის სასესხო ვალდებულებები მხოლოდ ₾29 ათასი იყო (აქტივების 0.3%), ხოლო ფული და ფულის ეკვივალენტები ₾3.7 მილიონს შეადგენდა (აქტივების 36%). ფაქტობრივად, კომპანია უსესხო და მაღალლიკვიდურია. მარაგების ბრუნვა შედარებით ნელია (დაახლოებით 130 დღე), თუმცა ეს ფიზიკური ქსელის სპეციფიკას და ფართო ასორტიმენტს უკავშირდება.
📑 საცალო ქსელის სპეციფიკის გათვალისწინებით, "ზოომარტს" საკმაოდ მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს მთელი 2019-24 პერიოდის განმავლობაში. 2019-24 წლებში EBITDA მარჟა საშუალოდ 17%-ს შეადგენდა, წმინდა მოგების მარჟა კი 15%-ს.
📑 მაღალი მომგებიანობა, თითქმის ნულოვანი ლევერიჯი და დაბალი CapEx (2024-ში ₾470 ათასი, შემოსავლების 2%) კომპანიას მოცულობითი თავისუფალი ფულადი ნაკადების გენერირების შესაძლებლობას აძლევს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც დივიდენდის სახით ნაწილდება.
💰 დივიდენდები 2019-24 წლებში ჯამურად: ₾4.1 მილიონი.
უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურება 2024 წელს: ₾972 ათასი შეადგინა (2023: ₾644 ათასი).
📑 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾21.6 მილიონი (CAGR 2019-24: 35%)
- საერთო მოგების მარჟა: 46.0%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 15.0%
- EBITDA მარჟა: 16.3%
- წმინდა მოგების მარჟა: 14.7%
- სესხები / აქტივები: 0.3% (ფაქტობრივად უსესხო)
- ფული / აქტივები: 36%
- დივიდენდები 2019-24 ჯამურად: ₾4.1 მილიონი