ქსელია. 2024 წელს კომპანია 14 მაღაზიით ოპერირებდა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
📑 2019-24 წლებში "ლუტეციას" შემოსავლები 2.5-ჯერ გაიზარდა და 2024 წელს ₾68.1 მილიონს მიაღწია (CAGR: 20%). 2024 წელს კომპანიის ბრუნვა 39%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის აქტივობის ზრდასა და ფილიალების დამატებას უკავშირდება. შემოსავლის ძირითადი წყარო პარფიუმერიაა: 2024 წელს ამ კატეგორიაზე ₾47.6 მილიონი, ანუ მთლიანი შემოსავლის თითქმის 70% მოდიოდა.
📑 ზრდა მხოლოდ მოცულობითი არ ყოფილა. 2019-24 წლებში კომპანიის საერთო მოგება (gross profit) 3.2-ჯერ გაიზარდა, რაც შემოსავლების 2.5-ჯერ ზრდას აჭარბებს. ამის მთავარი მიზეზი მარჟის გაუმჯობესებაა: საერთო მოგების მარჟა 2019 წლის 36.1%-დან 2024 წელს 46.0%-მდე გაიზარდა. ანუ მასშტაბის ზრდა მარჟის დათმობით არ მომხდარა. პირიქით, ზრდასთან ერთად პროდუქტის მარჟიანობაც გაუმჯობესდა.
📑 "ლუტეციას" საოპერაციო დონეზეც ჯანსაღი შედეგები აქვს. 2024 წელს კომპანიის საოპერაციო მოგების მარჟამ 11.3% შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 17.4%.
📑 2024 წელს წმინდა მოგებამ ₾9.3 მილიონი შეადგინა (წმინდა მოგების მარჟა: 13.6%). აღსანიშნავია, რომ წმინდა მოგებაზე ერთჯერადი დადებითი ეფექტი მოახდინა წმინდა არასაოპერაციო შემოსავალმა, მათ შორის საგადასახადო შემოსავალმა და დისკონტიდან მიღებულმა შემოსავალმა. ამ ეფექტის გარეშეც "ლუტეციას" საბაზისო მომგებიანობა მაღალია.
📑 კომპანია საბანკო ვალისგან თავისუფალია, თუმცა 2024 წლის ბოლოს ₾10.8 მილიონის საიჯარო ვალდებულებები ჰქონდა. შესაბამისად, კომპანია დაბალლევერიჯიანია. ჯანსაღი მომგებიანობის ფონზე კი, "ლუტეციას" მოცულობითი საოპერაციო ფულადი ნაკადები ჰქონდა, რისი დიდი ნაწილიც საიჯარო ვალდებულებების და სესხის ჩაფარვას მოხმარდა, ნაწილი კაპიტალურ დანახარჯებს, დანარჩენი კი მფლობელებზე გაიცა დივიდენდის სახით.
💰 2021-24 წლებში მფლობელებზე ჯამურად ₾6.8 მილიონი განაწილდა, მათ შორის ₾2.7 მილიონი 2024 წელს.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾68.1 მილიონი (+39% წ/წ)
- საერთო მოგების მარჟა: 46.0%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 11.3%
- EBITDA მარჟა: 17.4%
- წმინდა მოგების მარჟა: 13.6%
- საბანკო სესხები: ₾0
- საიჯარო ვალდებულებები: ₾10.8 მილიონი
- Net Debt / EBITDA (საიჯარო ვალდებულებების ჩათვლით): 0.7x
- დივიდენდები 2021-24 ჯამურად: ₾6.8 მილიონი