ებს აწარმოებს. კომპანია 14 ფილიალით ოპერირებს თბილისსა და რუსთავში და 160 ადამიანს ასაქმებს.
📑 2019-24 წლებში "ბელას" შემოსავლები თითქმის გაორმაგდა და 2024 წელს ₾13.0 მილიონს მიაღწია (CAGR: 14%). ზრდა მხოლოდ მოცულობითი არ ყოფილა. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული საერთო მოგების მარჟა 2019-24 წლებში 34%-დან 43.6%-მდე გაიზარდა. სხვა ადგილობრივ საცხობ/საკონდიტროებთან შედარებისთვის, წარმოდგენილ ანალიზში "ბელას" თვითღირებულებად მხოლოდ ნედლეულისა და გაყიდული საქონლის ხარჯებია აღებული. ამ მეთოდით დათვლილი "ბელას" საერთო მოგების მარჟა 2024 წელს 59.8% იყო, 2021 წლის 53%-თან შედარებით (ადრეული წლების ანგარიშგება ამ მარჟის ანალოგიურად დათვლისთვის საკმარის დეტალიზაციას არ იძლევა).
📑 მომგებიანობა მაღალია. 2024 წელს კომპანიის საოპერაციო მოგების მარჟა 19.6% იყო, EBITDA მარჟა 23.7%, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 17.7%. finSPOT-ზე წარმოდგენილ ადგილობრივ საცხობ/საკონდიტრო კომპანიებში "ბელას" ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს.
📑 კომპანია მინიმალური ლევერიჯით ოპერირებს. 2020 წლის ბოლოს სასესხო ვალდებულებები ₾4.5 მილიონს შეადგენდა, ანუ აქტივების 72%-ს; 2024 წლის ბოლოს კი მხოლოდ ₾258 ათასამდე შემცირდა, ანუ აქტივების 3.7%-მდე. ამასთან, ბალანსზე არსებული ₾872 ათასი ფული და ფულის ეკვივალენტები კომპანიას ფაქტობრივად ნეტო-ქეშ პოზიციაში აყენებს. წარმოებისა და ფიზიკური ქსელის მქონე ბიზნესისთვის ეს ძალიან დაბალრისკიანი და მოქნილი კაპიტალის სტრუქტურაა.
💰 მაღალი მომგებიანობა, მინიმალური ლევერიჯი და ჯანსაღი ლიკვიდურობა დივიდენდის გაცემის შესაძლებლობასაც ტოვებს. 2019-24 წლებში მფლობელებზე ჯამურად ₾3.6 მილიონი განაწილდა, აქედან ₾1.1 მილიონი 2024 წელს.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾13.0 მილიონი (+16% წ/წ)
- საერთო მოგების მარჟა: 59.8%
- ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული საერთო მოგების მარჟა: 43.6%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 19.6%
- EBITDA მარჟა: 23.7%
- წმინდა მოგების მარჟა: 17.7%
- სასესხო ვალდებულებები / აქტივები: 3.7%
- ფული / აქტივები: 12.5%
- დივიდენდები 2019-24 ჯამურად: ₾3.6 მილიონი