მომყვანი (inbound) ტურიზმის წამყვანი ოპერატორია. კომპანია უცხოელ ტურისტებს სრულ ტურისტულ პაკეტს სთავაზობს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მასშტაბით და 350-ზე მეტ უცხოურ პარტნიორ სააგენტოსთან მუშაობს.
📑 2024 წელს კომპანიის შემოსავალი ₾23.7 მილიონი იყო, საიდანაც 99% უცხოური ბაზრებიდან მოდის. შემოსავლების მიხედვით წამყვან პოზიციებზეა შემდეგი ქვეყნები: გერმანია (₾7.8 მლნ, შემოსავლის 33%), დიდი ბრიტანეთი (₾2.7 მლნ, შემოსავლის 12%), ესპანეთი (₾1.7 მლნ, შემოსავლის 7%), ჰოლანდია (₾1.5 მლნ, შემოსავლის 6%), კორეა (₾1.5 მლნ, შემოსავლის 6%) და იაპონია (₾1.4 მლნ, შემოსავლის 6%). ტოპ-3 ბაზარს შემოსავლის ნახევარზე მეტი უჭირავს და საკმაოდ მერყევია, ვინაიდან ტურისტული შემოდინება რეგიონულ გეოპოლიტიკურ სენტიმენტზეა მიბმული.
📑 კოვიდ პანდემიის დროს კომპანიამ ალბათ ყველაზე მკაცრი სტრეს-ტესტი გაიარა. 2019 წელს შემოსავალმა რეკორდულ ₾52 მილიონს მიაღწია, 2020 წელს კი შემოსავლები 99%-ით შემცირდა ₾0.6 მილიონამდე. ასეთ ვარდნას კომპანია გადაურჩა ლევერიჯის არქონის და მაღალი ლიკვიდურობის გამო, რისი შესაძლებლობაც კომპანიის ბიზნეს მოდელმა მისცა: მაღალი მარჟები/მომგებიანობა, და უმნიშვნელო კაპიტალური დანახარჯების საჭიროება.
📑 2024 წელს შემოსავალი ₾23.7 მილიონამდე აღდგა (+51% წ/წ), რაც 2017 წლის დონეს უტოლდება, თუმცა 2019 წლის პიკის ჯერ კიდევ მხოლოდ 45%-ია.
📑 შემოსავლის დიდი ნაწილი "გამტარი" (pass-through) ხარჯია. 2024 წელს მესამე მხარისგან შეძენილმა მომსახურებამ შემოსავლის 51% შეადგინა (სასტუმროები ₾6.5 მლნ, ტრანსპორტი ₾4.0 მლნ, რესტორნები ₾1.2 მლნ). "წმინდა შემოსავალი" ამ ხარჯების გამოკლებით ₾11.0 მილიონია, საიდანაც 41% სახელფასო ფონდზე მიდის (₾4.5 მლნ, +30% წ/წ).
📑 მასშტაბის დაბრუნებამ მომგებიანობა მკვეთრად აღადგინა: საოპერაციო მოგება 2024 წელს თითქმის გასამმაგდა და ₾4.3 მილიონი შეადგინა (მარჟა: 18.1%; 2023: 9.4%), EBITDA ₾4.6 მილიონია (მარჟა: 19.3%), წმინდა მოგება კი ₾4.4 მილიონი (მარჟა: 18.4%).
📑 ლიკვიდურობის თვალსაზრისით, კომპანიას ძლიერი შედეგები აქვს. ფული და ვადიანი დეპოზიტები ჯამში ₾12.8 მილიონს შეადგენს (აქტივების 83%), ფინანსური ვალი კი ისტორიულად ნულია. კაპიტალი აქტივების 99%-ს ფარავს.
💰 მაღალი მომგებიანობა, ნულოვანი ლევერიჯი და მაღალი ლიკვიდურობა კომპანიას მფლობელზე ფულის რეგულარული განაწილების საშუალებას აძლევს: 2017-24 წლებში დივიდენდებად ჯამურად ₾27.0 მილიონი გაიცა, მათ შორის ერთჯერადი ₾15.9 მილიონი 2019 წელს. პანდემიის წლებში განაწილება მნიშნველოვნად შემცირდა, ტურიზმის აღდგენასთან ერთად კი განახლდა: 2024 წელს დივიდენდმა ₾3.1 მილიონი შეადგინა, წმინდა მოგების 71%.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾23.7 მილიონი (+51% წ/წ; 2019 პიკის 45%)
- წმინდა შემოსავალი (pass-through ხარჯების გარეშე): ₾11.0 მილიონი
- საოპერაციო მოგება: ₾4.3 მილიონი (მარჟა: 18.1%)
- EBITDA: ₾4.6 მილიონი (მარჟა: 19.3%)
- წმინდა მოგება: ₾4.4 მილიონი (მარჟა: 18.4%)
- ფინანსური ვალი: ₾0
- ფული + დეპოზიტები: ₾12.8 მილიონი (აქტივების 83%)
- კაპიტალი / აქტივები: 99%
- დივიდენდი 2024: ₾3.1 მილიონი (2017-24 ჯამურად: ₾27.0 მლნ)