ენტებს აწვდის და უნერგავს სერვერებს, ქსელურ და კიბერუსაფრთხოების სისტემებს (ფაირვოლები, SIEM, მონაცემთა გაჟონვის აღკვეთა), ასევე ყიდის Microsoft-ისა და Oracle-ის ლიცენზიებს, კომპიუტერულ ტექნიკას და საკუთარი დატა ცენტრის სერვისებს. კლიენტებში 300-მდე კომპანია და სახელმწიფო უწყებაა, 309 თანამშრომელი. 100%-ს შპს "იუ-ჯი-თი ჯგუფი" ფლობს (გრიგოლ ჭირაქაძე 85%, ერმილე სულაძე, გიორგი მაისურაძე და გურამ ხოჯანაშვილი 5%-5%).
🎯 კომპანია საბანკო სესხის გარეშე ოპერირებს. შემოსავალი ხუთ წელიწადში გაორმაგდა, EBITDA მარჟამ რეკორდულ 17.0%-ს მიაღწია, წმინდა მარჟამ კი 19.5%-ს, ლიკვიდურობა 3.0x-ია, წმინდა ფულადი პოზიცია ₾13.3 მლნ. კომპანია მოგების რეინვესტირებას არ ახდენს და მფლობელზე ანაწილებს დივიდენდისა და სესხის სახით.
📈 შემოსავალი ₾279 მლნ (+23.0% წ/წ; 2019-24 CAGR 15.6%). ტექნიკისა და ლიცენზიების მიწოდებიდან ₾257 მლნ დააგენერირა (+17.8%), მომსახურებიდან კი ₾22.2 მლნ (+150%). finSPOT-ის IT კონსალტინგისა და სისტემური ინტეგრაციის სექტორში ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიაა.
📑 შემოსავლის 23%-იანი ზრდის ფონზე EBITDA ₾30.9 მლნ-დან ₾47.5 მლნ-მდე გაიზარდა (მარჟა 13.6%-დან 17.0%-მდე). მიზეზები: (1) საერთო მოგების მარჟა 28.7%-დან 31.0%-მდე გაიზარდა, რასაც კომპანია მწარმოებლებთან მიღწეულ უკეთეს შესყიდვის ფასებს მიაწერს; (2) საოპერაციო ხარჯმა შემოსავალზე ნელა იმატა და მისი წილი შემოსავალში 16.2%-დან 15.2%-მდე დაეცა. სახელფასო ხარჯის ₾46.9 მლნ-დან ₾20.0 მლნ უმაღლეს ხელმძღვანელობაზე მოდის, აქედან ₾18.7 მლნ პრემიაა.
💵 2020-24 წლებში საოპერაციო ფულადი ნაკადი ჯამში ₾148 მლნ იყო, კაპიტალური დანახარჯი ₾8.4 მლნ, თავისუფალი ფულადი ნაკადი (FCFF) ₾139 მლნ, საპროცენტო ხარჯის შემდეგ (FCF) კი ₾137 მლნ. იმავე პერიოდის წმინდა მოგება ₾151 მლნ იყო, ანუ მოგება თითქმის სრულად ფულად იქცა.
💰 2020-24 წლებში დივიდენდად ₾102 მლნ გაიცა, აქედან ₾20.0 მლნ 2024 წელს, ₾26.5 მლნ კი 2023 წელს. ამავე ხუთ წელიწადში მშობელ კომპანიაზე სესხად კიდევ ₾42.1 მლნ გაიცა (ნეტო) და წლის ბოლოს ამ სესხის ნაშთი ₾52.3 მლნ იყო. ჯამში მფლობელამდე ₾144 მლნ მივიდა, ანუ 2020-24 წლების FCF-ის (₾137 მლნ) 105%. 2025 წლის მარტში კიდევ ₾30.0 მლნ დივიდენდი გამოცხადდა.
🏦 საბანკო ვალი არ აქვს, მთლიანი ვალი ₾1.8 მლნ მთლიანად საიჯარო ვალდებულებაა. სამაგიეროდ თავად არის გამსესხებელი: მშობელ კომპანიაზე გაცემულ ₾52.3 მლნ სესხს 13% ერიცხება, თავისუფალი ფული კი 10.75-12.1%-იან დეპოზიტზეა განთავსებული. წმინდა საპროცენტო შემოსავალმა ₾8.9 მლნ შეადგინა, ანუ წმინდა მოგების 16% ბიზნესიდან კი არა, საპროცენტო შემოსავლიდან მოდის.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾279 მლნ (+23.0% წ/წ)
- საშუალო თანამშრომელთა რაოდენობა: 309 (2023: 281)
- საერთო მოგების მარჟა: 31.0%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 16.1%
- EBITDA: ₾47.5 მლნ
- EBITDA მარჟა: 17.0%
- წმინდა მოგება: ₾54.5 მლნ (მარჟა: 19.5%)
- დივიდენდი: ₾20.0 მლნ (2020-24: ₾102 მლნ)