განთავსებული და 2010 წელს გაიხსნა. 2025 წლის ბოლოს გასაქირავებელი ფართობი 26,176 კვ.მ. იყო, დატვირთულობა კი თითქმის სრული. სავაჭრო ცენტრის ძირითადი პროფილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობაა. ასევე წარმოდგენილია ოქრო-ვერცხლის ბაზრობა, კვების ობიექტები, სასტუმრო და 2020 წლიდან საოფისე ფართები.
📑 2025 წელს შემოსავალმა ₾17.2 მილიონი შეადგინა (+1.8% წ/წ). საინტერესოა, რომ 2025 წლის ზრდის მიზეზი პარკინგიდან მიღებული შემოსავლის ზრდაა და არა საიჯარო შემოსავალი. ამონაგები იჯარიდან 2.1%-ით შემცირდა ₾12.8 მილიონამდე, რადგან საიჯარო ხელშეკრულებები აშშ დოლარშია ფიქსირებული და ლარი გამყარდა. თუმცა პარკირების შემოსავალი ₾451 ათასით გაიზარდა (₾861 ათასიდან ₾1.3 მილიონამდე; +52% წ/წ), ანუ ზრდას მთლიანად პარკინგი ქმნის და სხვა მიმართულებების კლებასაც ფარავს.
📑 EBITDA ₾9.2 მილიონამდე შემცირდა (-15% წ/წ), მარჟა კი 53.5%-მდე (2024: 63.9%). მიზეზი ხარჯებია: ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯი 41%-ით გაიზარდა და ₾6.4 მილიონი შეადგინა, საიდანაც ₾945 ათასი ბორჯომის რკინიგზის სადგურის განახლებაზე მოდიოდა (კომპანიას ბორჯომის სადგურის რეაბილიტაცია და იქ სავაჭრო ფართების მოწყობა აქვს დაგეგმილი). თუმცა ამ ერთჯერადი ხარჯის გამოკლებითაც მარჟა 59.0%-ია.
📑 წმინდა მოგება საოპერაციო შედეგის საზომად არ გამოდგება. 2025 წლის ₾10.0 მილიონიანი წმინდა მოგების 46% ორ არასაოპერაციო მუხლზე მოდის: საკურსო შემოსულობა ₾2.2 მილიონი და საინვესტიციო ქონების გადაფასების შემოსულობა ₾2.3 მილიონი.
📑 ფინანსური ვალი (საიჯარო ვალდებულებების ჩათვლით) ₾62.7 მილიონი, წმინდა ვალი კი ₾58.6 მილიონი იყო. Net Debt/EBITDA 6.4x-მდე გაიზარდა (2024: 5.9x). აღსანიშნავია, რომ საბანკო სესხი მხოლოდ ₾10.5 მილიონია, დანარჩენი ₾46.8 მილიონი დაკავშირებული მხარეების წინაშეა: მშობელი კომპანიის სუბორდინირებული სესხები ₾26.7 მილიონი და საერთო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოს მიმართ საიჯარო ვალდებულებები ₾20.1 მილიონი. შედეგად, ₾3.7 მილიონიანი ფინანსური დანახარჯიდან ფულადი სახით მხოლოდ ₾796 ათასი (22%) გადაიხადა.
📍 კომპანიის მოკლევადიანი ვალდებულებები მოკლევადიან აქტივებს ₾8.2 მილიონით აღემატება, ხოლო დაკავშირებული მხარის მიმართ ₾11.5 მილიონის საიჯარო ვალდებულება ვადაგადაცილებულია უკვე მეორე წელია. მშობელმა კომპანიამ წერილობით დაადასტურა, რომ დაფარვას მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში არ მოითხოვს. ფაქტობრივად, კომპანიის ლიკვიდობა მფლობელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
💸 მაღალი სავალო ტვირთისა და დაუფარავი ვალდებულებების პირობებში, დივიდენდი კომპანიას 2019-25 წლებში არასდროს გაუცია. ამ პერიოდში დაგროვილი ₾46.7 მილიონი თავისუფალი ფულადი ნაკადები (unlevered FCFF) მთლიანად ვალის მომსახურებასა და დაფარვას მოხმარდა.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი (იჯარა, მომსახურების საკომისიო და კვების ობიექტის ამონაგები): ₾17.2 მლნ (+1.8% წ/წ)
- გასაქირავებელი ფართობი: 26,176 კვ.მ.
- თანამშრომელთა რაოდენობა: 140 (2024: 148)
- საოპერაციო მოგება: ₾8.9 მლნ (მარჟა: 51.9%)
- EBITDA: ₾9.2 მლნ (მარჟა: 53.5%; 2024: 63.9%)
- წმინდა მოგება: ₾10.0 მლნ
- ფინანსური ვალი: ₾62.7 მლნ (აქედან 75% დაკავშირებული მხარეების წინაშე)
- Net Debt/EBITDA: 6.4x (2024: 5.9x)
- მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი: 0.53x
- დივიდენდი: ₾0