ის და სხვა თხილეულის მოხალვა-დაფასოებას**. ნედლეულის ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია, რეალიზაცია კი მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. მენეჯმენტის შეფასებით, კომპანია ბაზრის ლიდერის პოზიციას იკავებს.
📑 ბოლო ხუთ წელში კომპანიის შემოსავლები თითქმის გაორმაგდა და ₾23.6 მილიონი შეადგინა 2025 წელს. ზრდის უდიდესი ნაწილი 2023-24 წლებზე მოდის (+37% და +34% წ/წ), ხოლო 2025 წელს შემოსავალი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა (+0.03% წ/წ).
📑 "სოლარი" გამორჩეულად მომგებიანი ბიზნესია — ბოლო სამ წელს წმინდა მოგების მარჟა 33%-ზე მაღალია, ROAE კი 26-41%-ის ფარგლებში მერყეობს. კომპანია იმაზე მეტ ფულად ნაკადს აგენერირებს, ვიდრე ძირითადი საქმიანობის რეინვესტირება მოითხოვს — მენეჯმენტის თქმითვე, კომპანია ეძებს "ინვესტირების ალტერნატიულ სფეროებს შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით". 2025 წელს მომგებიანობა შემცირდა, თუმცა ჯანსაღ დონეზე რჩება: საერთო მოგების მარჟა 36.3%-მდე ჩამოვიდა (2024: 48.4%), რაც, სავარაუდოდ, იმპორტირებული ნედლეულის გაძვირებას ასახავს; EBITDA ₾5.9 მილიონამდე დაეცა (2024: ₾8.8 მილიონი), EBITDA მარჟა კი 25.0%-მდე (2024: 37.2%).
📑 წმინდა მოგება კი მხოლოდ ₾7.8 მილიონამდე შემცირდა (2024: ₾8.5 მილიონი), რისი ძირითადი მიზეზიც (1) დეპოზიტებსა და გაცემულ სესხებზე დარიცხული ₾1.3 მილიონის საპროცენტო შემოსავალი და (2) ₾1.2 მილიონის საკურსო მოგება (2024: ₾0.8 მილიონის ზარალი) იყო. ვინაიდან კომპანიის ძირითადი მომწოდებლები რუსულ რუბლში, აშშ დოლარსა და ევროში ანგარიშსწორებენ, უცხოური ვალუტის ცვალებადობა კომპანიის წმინდა მოგებაზე მნიშვნელოვნად აისახება.
📑 კომპანიას საბანკო სესხი არ გააჩნია, მთლიანი ვალდებულებები კი მხოლოდ ₾69 ათასია ₾33.8 მილიონის კაპიტალის ფონზე. ფულადი სახსრები ₾15.4 მილიონს შეადგენს (აქტივების 46%). ამას ემატება ორ ფიზიკურ პირზე (ანგარიშგებით — არადაკავშირებულ მხარეებზე) 11%-ად გაცემული ₾2.1 მილიონის სესხები, ₾3.2 მილიონის საინვესტიციო ქონება (საიჯარო შემოსავალი: ₾421 ათასი; 2024: ₾181 ათასი) და 2025 წელს სასაწყობედ შეძენილი 17,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აქტივების 60%-ზე მეტი ძირითად საოპერაციო საქმიანობას აღარ ემსახურება.
💰 ვინაიდან დაგენერირებული ქეშის უმეტესი ნაწილი არასაოპერაციო საქმიანობაზე ნაწილდება, დივიდენდების განაწილება სრულად არ ასახავს კომპანიის თავისუფალ ფულად ნაკადებს. 2025 წელს დივიდენდად ₾629 ათასი გაიცა, 2024 წელს ₾2.9 მილიონი, 2019-25 წლებში კი ჯამში ₾8.0 მილიონი.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾23.6 მლნ (+0.03% წ/წ; 2021-25 CAGR: 14%)
- საერთო მოგების მარჟა: 36.3% (2024: 48.4%)
- EBITDA: ₾5.9 მლნ (მარჟა: 25.0%; 2024: 37.2%)
- წმინდა მოგება: ₾7.8 მლნ (მარჟა: 33.2%)
- ROAE: 25.9% (2024: 35.5%)
- ფულადი სახსრები: ₾15.4 მლნ (მთლიანი აქტივების 46%)
- მთლიანი ვალდებულებები: ₾69 ათასი (სესხები: 0)
- FCFF: ₾1.6 მლნ (CapEx: ₾2.9 მლნ, მ.შ. მიწა ₾2.4 მლნ)
- გადახდილი დივიდენდები (2019-25 ჯამში): ₾8.0 მლნ