ი რადიო/მედია პლატფორმაა, რომელიც 1996 წლიდან ოპერირებს. პლატფორმა აერთიანებს 4 რადიო ბრენდს: "რადიო ფორტუნა", "არ დაიდარდო", "ფორტუნა პლუსი" და "ავტორადიო".
📑 2024 წელს კომპანიამ რეკორდული ₾5.9 მილიონი შემოსავალი მიიღო (+27.9% წ/წ), რაც პანდემიამდელ 2019 წლის დონეს 17%-ით აჭარბებს. პანდემიამ შემოსავალი 2020 წელს ₾3.8 მილიონამდე შეამცირა (-24% წ/წ), 2022 წელს კი ₾3.6 მილიონამდე. თუმცა 2023-24 წლებში კომპანიამ შემოსავლების მკვეთრი ზრდა დააფიქსირა.
📑 მთლიანმა საოპერაციო ხარჯებმა შემოსავლების 66% შეადგინა - ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი/ეფექტური მაჩვენებელი. საოპერაციო ხარჯების ყველაზე მსხვილი, ცალკეული კომპონენტი ხელფასებია, რამაც 2024 წელს ₾2.4 მილიონი, ანუ შემოსავლების 41% შეადგინა. საოპერაციო ხარჯების სხვა კომპონენტები შედარებით მცირე მოცულობისაა, მათ შორის: კომუნალური ხარჯი (₾191 ათასი); ცვეთა და ამორტიზაცია (₾117 ათასი); კავშირგაბმულობის ხარჯი (₾115 ათასი); საიჯარო ქირა (₾110 ათასი); მარკეტინგი (₾82 ათასი). ასეთი ხარჯების სტრუქტურის პირობებში, შემოსავლების ზრდა მომგებიანობაზე ძლიერად აისახება.
📑 2024 წელი კომპანიისთვის განსაკუთრებულად მაღალი მომგებიანობით გამოირჩეოდა. საოპერაციო მოგება თითქმის გაორმაგდა და ₾2.1 მილიონს მიაღწია. საოპერაციო მარჟა 2023 წლის 24%-დან 36%-მდე გაიზარდა. EBITDA-მ ₾2.2 მილიონი შეადგინა, EBITDA მარჟა კი 38%-მდე ავიდა. წმინდა მოგებამ ₾1.9 მილიონი შეადგინა, რაც 33%-იან წმინდა მარჟაში ითარგმნება.
📑 კომპანიის საბალანსო უწყისი მაღალლიკვიდურია და ამავდროულად ნულოვანი ლევერიჯი აქვს. 2024 წლის ბოლოს ფულადი სახსრები ₾2.3 მილიონს შეადგენდა, რაც აქტივების 61%-ს წარმოადგენს. ფული მიმდინარე ვალდებულებებს 10.6-ჯერ ფარავს, ხოლო კაპიტალი მთლიანი აქტივების 94%-ს შეადგენს. ეს "ფორტუნას" აძლევს ძლიერ ფინანსურ მოქნილობას და ამავდროულად საკმარის ლიკვიდობას მფლობელებზე ფულის გასანაწილებლად.
💰 მაღალი მომგებიანობის, ფინანსური ვალის არქონისა და ძლიერი ლიკვიდობის ფონზე, კომპანია მფლობელებზე ფულს რეგულარულად ანაწილებს. 2019-24 წლებში დივიდენდებად ჯამურად ₾4.8 მილიონი განაწილდა, აქედან ₾1.0 მილიონი 2024 წელს.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾5.9 მილიონი (+27.9% წ/წ)
- საოპერაციო მოგება: ₾2.1 მილიონი
- საოპერაციო მოგების მარჟა: 35.9%
- EBITDA: ₾2.2 მილიონი
- EBITDA მარჟა: 37.9%
- წმინდა მოგება: ₾1.9 მილიონი
- წმინდა მოგების მარჟა: 32.6%
- ფინანსური ვალი: ₾0
- ფულადი სახსრები: ₾2.3 მილიონი (აქტივების 61%)