ულ და პრემიუმ პროდუქციაზეა ორიენტირებული**.
📑 კომპანია ქართულ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და 2020 წლიდან უკვე დადებით EBITDA-ზე გავიდა, 2024 წელს კი მისმა შემოსავალმა თითქმის ₾31 მილიონი შეადგინა.
📑 ტრადიციულ სუპერმარკეტების ქსელებთან შედარებით, "გასტრონომს" გაცილებით მაღალი საერთო მოგების მარჟა აქვს. 2024 წელს კომპანიის საერთო მოგების მარჟა 39.2% იყო. მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ "ევროპროდუქტს" აქვს, დანარჩენი წამყვანი ქსელების იგივე მარჟა კი 18-25%-ის ფარგლებში იყო.
📑 მთავარი გამოწვევა ხარჯების სტრუქტურაშია. 2024 წელს საოპერაციო ხარჯები შემოსავლებზე სწრაფად გაიზარდა (+32% წ/წ), რის შედეგადაც საოპერაციო მოგების მარჟა 2023 წლის 4.7%-დან 0.7%-მდე შემცირდა.
📑 სხვა საცალო ქსელებთან შედარებისას მნიშვნელოვანია სააღრიცხვო ფაქტორიც: "გასტრონომი" საოპერაციო იჯარებს მოგება-ზარალში აღიარებს, მაშინ როდესაც მსხვილი საცალო ქსელების უმეტესობა იჯარების მნიშვნელოვან ნაწილს ბალანსზე აქტივისა და საიჯარო ვალდებულების სახით აღრიცხავს. შესაბამისად, კონკურენტებთან შედარებისას, "გასტრონომის" საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში და EBITDA მარჟა უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ერთიანი სააღრიცხვო მიდგომის შემთხვევაში გამოჩნდებოდა.
📑 აღსანიშნავია კომპანიის მაღალი ლევერიჯიც. 2024 წლის ბოლოს მთლიანი სასესხო ვალდებულებები აქტივების 56%-ს შეადგენდა, Net Debt / EBITDA მაჩვენებელი კი 9.8x იყო. ასეთი კაპიტალის სტრუქტურა განაპირობებს კომპანიის მაღალ საპროცენტო ხარჯს, რაც წმინდა მოგებაზე პირდაპირ აისახა.
📑 მაღალი ლევერიჯისა და შეზღუდული ლიკვიდურობის პირობებში, დივიდენდის გაცემის სივრცე შეზღუდულია. ამ ფონზე, კომპანიის ფინანსური სურათის შეფასებისას გასათვალისწინებელია დაკავშირებულ მხარეებთან არსებული ნაშთებიც: 2024 წლის ბოლოს დაკავშირებულ მხარეებზე გაცემული სესხები ₾1.1 მილიონი იყო, ხოლო მათ მიმართ სავაჭრო მოთხოვნები ₾2.7 მილიონს შეადგენდა (ჯამურად აქტივების დაახლოებით 22%).
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾30.6 მილიონი (+25% წ/წ)
- საერთო მოგების მარჟა: 39.2%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 0.7%
- EBITDA მარჟა: 2.7%
- წმინდა მოგების მარჟა: -1.5% (ზარალი)
- სასესხო ვალდებულებები / აქტივები: 56%
- ფული / აქტივები: 10%
- წმინდა სესხები / EBITDA: 9.8x