ს, სლოტ კლუბსა და რესტორანს. 2023 წლიდან საქმიანობას ონლაინ კაზინოც ([www.ambassadoribet.com](https://www.ambassadoribet.com)) დაემატა.
📑 2025 წელს finSPOT-ის შემოსავალმა ₾80.7 მილიონი შეადგინა (+32.6% წ/წ), 2021-25 წლების CAGR კი 28.0% იყო. ზრდის დაახლოებით 72% ონლაინ მიმართულებამ შექმნა, რამაც ₾27.3 მილიონი შეადგინა, ანუ მთლიანი შემოსავლის 34% შეადგინა (2023: 3%). სათამაშო მაგიდების შემოსავალი 15.3%-ით, ₾44.8 მილიონამდე გაიზარდა, სლოტების კი 4.1%-ით, ₾8.6 მილიონამდე შემცირდა. კომპანიის ზრდა სულ უფრო მეტად ონლაინ მიმართულებაზე ხდება დამოკიდებული.
📍 კომპანია უცხოური ბაზრებიდან იწვევს მოთამაშეებს და თავად ფარავს მათ ტრანსპორტირებას (₾1.9 მლნ), სასტუმროში განთავსებას (₾6.3 მლნ) და გამასპინძლებას, საჩუქრების ჩათვლით (₾1.6 მლნ). 2025 წელს ამ ხარჯებმა ჯამურად ₾9.8 მილიონი შეადგინა. კომპანია მათ შემოსავალს აკლებს და ₾70.9 მილიონს აჩვენებს, ხოლო finSPOT-ს ხარჯები საოპერაციო ხარჯებში გადააქვს და შემოსავლად ₾80.7 მილიონს ასახავს. 2021 წელს კომპანიაც ამ ხარჯებს საოპერაციო ხარჯებში აღრიცხავდა. EBITDA, საოპერაციო მოგება და წმინდა მოგება ორივე შემთხვევაში იდენტურია.
📑 2024 წლის -₾2.1 მილიონიანი საოპერაციო ზარალის შემდეგ, 2025 წელს კომპანიამ ₾3.6 მილიონიანი საოპერაციო მოგება მიიღო. გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ონლაინ პლატფორმიდან გაზრდილი შემოსავალი და მომგებიანობაა. EBITDA-მ ₾4.4 მილიონი, მარჟამ კი 5.4% შეადგინა (2024: -2.0%).
📑 2025 წლის ბოლოს ფინანსური ვალი ₾18.1 მილიონი იყო და სრულად მოკლევადიან ვალდებულებას წარმოადგენდა. ფულადი ნაშთი ₾17.8 მილიონს შეადგენდა. წლის ბოლოს კომპანიას დაკავშირებულ მხარეებზე უკვე ჰქონდა გაცემული ₾2.0 მილიონი, საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ კი დამატებით ₾15.1 მილიონი გასცა და პარალელურად ბანკიდან ₾1.4 მილიონი, $2.1 მილიონი და €150 ათასი ისესხა. კაზინო ჯგუფის სხვა კომპანიებისთვის დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, რის გამოც 2025 წლის ბოლოს დაფიქსირებული 0.07x Net Debt/EBITDA მხოლოდ საანგარიშგებო თარიღის ამსახველია.
💸 2021-25 წლებში პროცენტის შემდგომი ჯამური თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) ₾13.4 მილიონს შეადგინა, რისი უდიდესი ნაწილიც დივიდენდად გაიცა (₾12.0 მილიონი).
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾80.7 მლნ (+32.6% წ/წ)
- ონლაინის წილი შემოსავალში: 33.9% (2023: 2.9%)
- საოპერაციო მოგება: ₾3.6 მლნ (მარჟა: 4.4%)
- EBITDA: ₾4.4 მლნ (მარჟა: 5.4%)
- წმინდა მოგება: ₾1.3 მლნ (მარჟა: 1.6%)
- Net Debt/EBITDA: 0.07x
- მიმდინარე ლიკვიდურობა: 0.83x
- დივიდენდი: ₾3.1 მლნ (2021-25: ₾12.0 მლნ)