ავალს ბილეთების, ბარის პროდუქციისა და სარეკლამო მომსახურების გაყიდვით იღებს. finSPOT-ზე წარმოდგენილ ხუთ კინოთეატრს შორის შემოსავლით პირველია და მეორე ადგილზე მყოფ "კავეა ისთ ფოინთს" 75%-ით უსწრებს. კომპანიის 100%-ს ოთარ ბუბაშვილი ფლობს.
🎯 შემოსავლით "კავეა საბურთალო" ხუთ კინოთეატრს შორის ყველაზე დიდია, თუმცა მომგებიანობით ჩამორჩება დანარჩენი ოთხის შეწონილ საშუალოს. ამასთან, აქტივების ნახევარზე მეტი დაკავშირებული კომპანიებისგანაა მისაღები, თავად კინოთეატრს კი მოცულობითი საბანკო სესხი აქვს ბალანსზე.
📈 2024 წელს შემოსავალი ₾11.4 მლნ იყო (+7.9% წ/წ). ფილმების ჩვენებამ და სარეკლამო მომსახურებამ ₾8.1 მლნ მოიტანა (+6.1%), ბარის გაყიდვებმა კი ₾3.3 მლნ (+12.4%). 2019-24 წლების საშუალო წლიური ზრდა (CAGR) 19.2%-ია, თუმცა საწყისი წელი კინოთეატრის ამოქმედების პერიოდს ემთხვევა და შედარებას ესეც განსაზღვრავს.
📑 ყოველი ₾100 შემოსავლიდან ფილმების მიწოდებას, გახმოვანებას, რეკლამასა და ამ კატეგორიის სხვა ხარჯებს დაახლოებით ₾29 ხმარდება, პერსონალს ₾16, იჯარას ₾13, ბარის პროდუქციის თვითღირებულებას ₾12, დანარჩენ საოპერაციო ხარჯებს კი ₾9. ცვეთის გამოკლებით, ხარჯები ჯამში შემოსავლის დაახლოებით 80%-ს შეადგენს და EBITDA-ს სახით ₾20 რჩება. 20.0%-იანი EBITDA მარჟა დანარჩენი ოთხი კინოთეატრის შემოსავლით შეწონილ საშუალოს, 25.2%-ს, ჩამორჩება.
🔄 შემოსავლის 59%, ანუ ₾6.7 მლნ, დაკავშირებული კომპანიებიდან მიღებულ შემოსავალს უკავშირდება. ოთარ ბუბაშვილი სრულად ფლობს როგორც "კავეა საბურთალოს", ისე "კავეა გალერიას", ხოლო ბილეთების ცენტრალიზებულ გაყიდვაში მონაწილე შპს "სადისტრიბუციო კომპანიაში" 51%-იანი წილი აქვს. ეს კომპანია cavea.ge-სა და kinoafisha.ge-საც მართავს. სავარაუდოდ, დაკავშირებულ მხარეებზე გაყიდვების ასეთი მაღალი წილი სწორედ ბილეთების ცენტრალიზებულ რეალიზაციას უკავშირდება.
💰 2019-24 წლებში დივიდენდი არ გაცემულა, თუმცა კომპანია დაკავშირებულ საწარმოებს სესხებით აფინანსებს. 2024 წლის ბოლოს მათგან მისაღები ₾7.6 მლნ აქტივების 55%-ს შეადგენდა. აქედან ₾5.4 მლნ სესხის ძირია, ₾2.2 მლნ კი დარიცხული და ჯერ მიუღებელი პროცენტი. დირექტორის/მფლობელის ანაზღაურება ₾273 ათასი იყო 2024 წელს (2023: ₾532 ათასი).
🏦 წმინდა ვალი ₾9.7 მლნ იყო, ლევერიჯის კოეფიციენტი Net Debt/EBITDA კი 4.26x (2023: 4.33x). წლის ბოლოს ფულადი ნაშთი მხოლოდ ₾11 ათასი იყო, ამიტომ მოგებიანი საქმიანობის მიუხედავად, კომპანიას მცირე ფულადი რეზერვი აქვს, ვინაიდან ფულადი რესურსის დიდი ნაწილი დაკავშირებულ მხარეებზე სესხების გასაცემად გამოიყენება.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾11.4 მლნ (+8% წ/წ)
- საოპერაციო მოგების მარჟა: 15.9%
- EBITDA: ₾2.3 მლნ
- EBITDA მარჟა: 20.0%
- წმინდა მოგება: ₾1.3 მლნ (მარჟა: 11.1%)
- დივიდენდი: არ გაცემულა (2019-24)