გავეცნოთ სათამაშოების მაღაზიებს, 3 მსხვილი ქსელური სავაჭრო ობიექტის მაგალითზე:
შპს “სუპერი” (Super)
შპს “მინისო ჯორჯია” (Miniso)
შპს “ონლაინ მოლი” (Wishlist.ge • ვიშლისთი)
ზოგადი მიმოხილვა
სამივე კომპანია სათამაშოებთან ერთად სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტსა და რეალიზაციას ეწევა საკუთარი სავაჭრო ობიექტების და ონლაინ მაღაზიების მეშვეობით.
სუპერი და ვიშლისთი პროდუქციის იმპორტს ახდენენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, ასევე თურქეთიდან, ჩინეთიდან და ა.შ. მინისო კი ჩინური ბრენდის ფრანჩაიზს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 100 ქვეყანაში 5,000-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი.
სამივე მაღაზიათა ქსელი მომგებიანია, თუმცა ყველაზე მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები (EBITDA/operating income margin, net income margin, ROCE, etc.) მინისოს აქვს, დიდწილად კომპანიის მაღალი საერთო მოგების მარჟის ხარჯზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროდუქციის თვითღირებულებასთან შეფარდებით ყველაზე მაღალი ფასები აქვს მინისოს.
მომგებიანობის მაჩვენებლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი Wishlist.ge-ს აქვს, რომელიც სავარაუდოდ კომპანიის შედარებით დაბალი ფასების სტრატეგიით აიხსნება.
ფინანსური მიმოხილვა
სუპერი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელია, რომლის წლიური ბრუნვა მნიშვნელოვნად აღემატება წარმოდგენილი კონკურენტების შემოსავლებს. სუპერის შემოსავლებმა რეკორდულ ₾48 მილიონს მიაღწია 2022 წელს, რაც 23%-ით აღემატება წინა წლის ბრუნვას. პანდემიის პირველ წელს (2020), კომპანიის შემოსავლები 21%-ით შემცირდა, თუმცა 2021 წელსვე მოახერხა კომპანიამ პრე-პანდემიურ ბრუნვას დაწეოდა.
– 2019-2022 წლებში შემოსავლების ზრდის ტემპით Wishlist.ge ლიდერობს. თუ 2019 წელს ვიშლისთის შემოსავლები მინისოს შემოსავლების მხოლოდ 34%-ს წარმოადგენდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 91%-მდე ავიდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ვიშლისთი საშუალოდ წლიურად 55%-ით იზრდებოდა, მინისო 12%-ით, სუპერი კი 8%-ით.
საერთო მოგების მარჟებს (gross profit margin) რომ შევხედოთ ისტორიულ ჭრილში, ადვილად შესამჩნევია, რომ ვიშლისთი დაბალი მარჟებით ცდილობდა ბაზრის წილის მოპოვებას საწყის წლებში და ამჟამადაც კონკურენტებზე დაბალი გროს მარჟით ოპერირებს.
კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში თითქმის იდენტურია და 32%-33%-ის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, საერთო მოგების მარჟა გადამწყვეტ როლს თამაშობს კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებლებში. მინისოს მაღალი გროს მარჟა განაპირობებეს კომპანიის ყველაზე მაღალ საოპერაციო მოგების მარჟას (20%); ვიშლისთის დაბალი ფასებისა და გროს მარჟის სტრატეგია კი იძლევა კონკერენტებს შორის ყველაზე დაბალ საოპერაციო მოგების მარჟას (7%).
საბრუნავი კაპიტალის ეფექტური მართვა უმნიშვნელოვანესია კომპანიებისთვის, განსაკუთრებით ლიკვიდურობის და cash flow მენეჯმენტის კუთხით. ამ მხრივ ყველაზე არაეფექტური სუპერია. კომპანია მარაგების ამოყიდვას საშუალოდ 237 დღეს (8 თვეს ანდომებს), მინისო და ვიშლისთი კი დაახლოებით 5 თვეში ყიდიან მარაგებს. ამასთანავე, სუპერი მომწოდებლებს თანხას უხდის საშუალოდ 15 დღეში, მაშინ როდესაც კონკურენტები 33-40 დღეში ფარავენ სავაჭრო ვალდებულებებს. შესაბამისად, იმის გამო რომ სუპერს დიდ ხანს აქვს ფული ‘დაბმული’ მარაგებში და მომწოდებლებსაც მალე უხდის თანხას, პროპორციულად მეტის სესხის აღების საჭიროებაც აქვს (იხ. კოეფიციენტი Total Debt / Total Assets).
დამფუძნებლებზე გაცემული თანხები დივიდენდების სახით 2019-2022 წლებში კუმულატიურად:
სუპერი: ₾3.0 მილიონი
მინისო: ₾5.5 მილიონი
ვიშლისთი: ₾0
დამატებითი ინფორმაცია
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ სუპერი
💼 კომპანიის მფლობელები:
- ივანე ხაზარაძე: 51.0%
- ეთერ ბუაჩიძე: 13.6%
- მორის რუთხრინგი (ნიდერლანდები): 12.0%
- ნინო ქიქოძე: 8.0%
- გიორგი ქიქოძე: 8.0%
- მაია გიორგობიანი: 7.4%
2️⃣ Miniso
💼 კომპანიის მფლობელები:
- ლევან აროშიძე: 33.0%
- ნანა აროშიძე 17.5%
- არჩილ აროშიძე: 17.0%
- იბრაიმ შალიკაძე 12.5%
- ირაკლი გოგოლიშვილი: 8.0%
- გიორგი ჩიტაშვილი: 5.0%
- დავით შალიკაძე: 5.0%
- დავით ანდღულაძე: 2.0%
3️⃣ ვიშლისთი
💼 კომპანიის მფლობელი:
- ოთარ წურწუმია: 100%