თამბაქოს დისტრიბუტორები / მწარმოებლები (2022)

💡 გავეცნოთ თამბაქოს ბიზნესს თამბაქოს პროდუქციის დისტრიბუტორების, თამბაქოს მწარმოებლის და ქსელური ვეიპ შოპის მაგალითზე:

1️⃣ შპს “ჯი დი აი

2️⃣ შპს “ელიზი ჯგუფი

3️⃣ სს “თ & რ დისტრიბუშენ

4️⃣ შპს “გეოდისტრიბუცია

5️⃣ სს “თბილისის თამბაქო

6️⃣ შპს “ვეიფორია

ზოგადი მიმოხილვა

წარმოდგენილი 4 სადისტრიბუციო კომპანიიდან, პირველი 3 წამყვანი გლობალური სიგარეტის მწარმოებლების პროდუქციის იმპორტს და/ან საბითუმო დისტრიბუციას ახდენს. გეოდისტრიბუცია” კი ძირითადად “თბილისის თამბაქოს” მიერ წარმოებულ პროდუქციას უწევს დისტრიბუციას. “თბილისის თამბაქოს” ეკუთვნის თამბაქოს ბრენდი “პირველი”.

თამბაქოს დისტრიბუციის ბიზნესი დაბალმარჟიანია, თუმცა მაღალი ბრუნვიდან გამომდინარე კომპანიები მოცულობით თავისუფალ ფულად ნაკადებს აგენერირებენ. ეს კი კომპანიებს ყოველწლიურად დივიდენდების გაცემის შესაძლებლობას აძლევს. ქვემოთ ტექსტში შეგიძლიათ იხილოთ კომპანიების მიერ 2018-’23 წლებში გაცემული დივიდენდები.

თბილისის თამბაქოს” მაგალითზე, თამბაქოს წარმოების ბიზნესი გაცილებით მაღალმარჟიანია, ვიდრე თამბაქოს დისტრიბუციის. მიუხედავად იმისა, რომ “თბილისის თამბაქოს” წარმოებული ბრენდი “Pirveli” არ არის ისეთი პოპულარული, როგორც გლობალური ბრენდები, კომპანიის ბრუნვამ ₾48 მილიონი შეადგინა 2022 წელს და 2018 წელთან შედარებით 31%-იანი ზრდა აჩვენა.

ალტერნატიული თამბაქოს პროდუქციის პოპულარიზაციასთან ერთად, ბაზარზე გამოჩნდა ვეიპ შოპებიც. ერთ-ერთი მათგანია “ვეიფორია”, რომელიც საკმაოდ სწრაფად მზარდი და მაღალმარჟიანი კომპანიაა. ვეიფორია” პროდუქციას ყიდის საკუთარი ვეიპ შოპების ქსელის მეშვეობით და ასევე უწევს დისტრიბუციას საკუთარ იმპორტირებულ საქონელს სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში.

კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.

ფინანსური მიმოხილვა

Philip Morris-ის მიერ წარმოებული პროდუქციის დისტრიბუტორი, “ჯი დი აი” ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი კომპანიაა ქვეყანაში. კომპანიის შემოსავლებმა 2022 წელს ₾611 მილიონი შეადგინა. 2022 წელს კომპანიის ბრუნვა მცირედით შემცირდა წინა წელთან შედარებით, თუმცა 2019-22 წლებში კომპანიის ბრუნვა თითქმის 40%-ით გაიზარდა.

JTI-ის პროდუქციის დისტრიბუტორი “ელიზი ჯგუფი” მთავარი კონკურენტის შემოსავლების თითქმის ნახევარს აგენერირებს, თუმცა მაღალი მარჟის დაჭერით უფრო მაღალმომგებიანია, როგორც კოეფიციენტების, ასევე აბსოლუტური მაჩვენებლებით.

რაც შეეხება “თ & რ დისტრიბუშენს“, კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა მარჟები მას შემდეგ, რაც BAT-ის პროდუქციის ექსკლუზიურ დისტრიბუტორთან ერთად, BAT-ის პროდუქციის იმპორტიორიც გახდა 2021 წლიდან. 2022 წლის ბოლოს კომპანიამ ასევე დაიწყო ელექტრო სიგარეტების იმპორტი და რეალიზაცია.

გეოდისტრიბუცია” და “თბილისის თამბაქო” საერთო მფლობელობის ქვეშ არსებული კომპანიებია. შესაბამისად, “თბილისის თამბაქოს” წარმოეუბულ პროდუქციას ექსკლუზიურად უწევს დისტრიბუციას “გეოდისტრიბუცია“. ორივე კომპანია მაღალმომგებიანია – ერთი ბრუნვის ხარჯზე, მეორე კი მაღალი საერთო მოგების მარჟის ხარჯზე.

ალტერნატიული თამბაქოს იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რეალიზატორი “ვეიფორია” კი ჯერ მცირე ზომის არის, თუმცა ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი აქვს ბოლო წლებში.

სადისტრიბუციო კომპანიების საოპერაციო მოგების მარჟები 2%-7%-მდე მერყეობს, თუმცა კომპანიები მოცულობით თავისუფალ ფულად ნაკადებს აგენერირებენ მაღალი ბრუნვის ხარჯზე.

კომპანიების მაღალ მომგებიანობას ხელს უწყობს საკმაოდ დაბალი ლევერიჯიც.

💼 კომპანიების მიერ გაცემული/გამოცხადებული დივიდენდები 2018-23 წლებში კუმულატიურად:

1️⃣ შპს “ჯი დი აი”: ₾44 მილიონი

2️⃣ შპს “ელიზი ჯგუფი”: ₾68 მილიონი

3️⃣ სს “თ & რ დისტრიბუშენ”: ₾6 მილიონი

4️⃣ შპს “გეოდისტრიბუცია”: ₾62 მილიონი

5️⃣ სს “თბილისის თამბაქო”: ₾41 მილიონი

6️⃣ შპს “ვეიფორია”: ₾608 ათასი (მოიცავს 2021-22 წლებს; სხვა წლებზე ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი)

🟢 რეცესია თამბაქოს პროდუქციის მოთხოვნაზე არ მოქმედებს, მომხმარებლებს ბრენდის მიმართ მაღალი ლოიალურობა გააჩნიათ, კაპიტალური დანახარჯების საჭიროება დისტრიბუციის ბიზნესში მინიმალურია, აქციზის ზრდის წნეხი პირდაპირ მომხარებლებზე გადააქვთ, წამყვანი გლობალური ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლება აქვთ. 

შესაბამისად, cash flow-ს თვალსაზრისით თამბაქოს დისტრიბუცია "ფანტასტიური" ბიზნესია. უბრალოდ, პროდუქციის მომხმარებლები ამ ბიზნესის არასწორ მხარეს დგანან! 💨😑

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "ჯი დი აი"
💼 კომპანიის მფლობელები:
- შპს "არევაკო ინვესთმენთ ლიმითედ": 49.3%
- შპს "ალპფორდიო სერვისიზ": 30.7%
- შპს "კორინარია მენეჯმენტ": 20%
რეპორტში არ არის მითითებული ვინ არიან ამ ოფშორული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები. კომპანიის მფლობელებს უკავშირდებათ რამდენიმე მსხვილი კომპანია, მათ შორის: (1) შპს "გ.დ. ალკო", რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ალკოჰოლური პროდუქციის საბითუმო დისტრიბუტორია საქართველოში; (2) შპს "ქართული სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანია" (GDM), რომელიც ერთ-ერთი წამყვანი FMCG დისტრიბუტორია ქვეყანაში.

2️⃣ შპს "ელიზი ჯგუფი"
💼 კომპანიის მფლობელები:
- ზაურ ელიზბარაშვილი: 20%
- გია ელიზბარაშვილი: 20%
- თორნიკე ელიზბარაშვილი: 20%
- ზურაბ ზურაბიშვილი: 20%
- ნათია აფხაიძე: 10%
- თენგიზ აფხაიძე: 7%
- ბესიკ აფხაიძე: 3%

3️⃣ სს "თ & რ დისტრიბუშენ"
💼 კომპანიის საბოლოო მფლობელები:
- თემურ ჭყონია: 50%
- რაფიელ სურამელაშვილი: 50%

4️⃣ შპს "გეოდისტრიბუცია"
💼 კომპანიის საბოლოო მფლობელები:
- მიხეილ ჩხარტიშვილი: 50%
- ნათია ჩხარტიშვილი: 50%

5️⃣ სს "თბილისის თამბაქო"
💼 კომპანიის საბოლოო მფლობელები:
- მიხეილ ჩხარტიშვილი: 50%
- ნათია ჩხარტიშვილი: 50%

6️⃣ შპს "ვეიფორია":
💼 კომპანიის მფლობელები:
- ვაჟა დარახველიძე: 20%
- ალექსანდრე ძნელაძე: 20%
- ნიკოლოზ კიკვაძე: 20%
- კონსტანტინე ხოფერია: 20%
- ლევან ნაცვლიშვილი: 20%