გავეცნოთ 2 უმსხვილეს ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიას:
შპს “ატლას” (adjarabet.com)
შპს “მარსი” (crystalbet.com)
ზოგადი მიმოხილვა
adjarabet.com-ი 10-ე ადგილზეა ქვეყანაში 2021 წლის შემოსავლების მიხედვით. აჭარაბეთი ძირითადად ონლაინ თამაშების (კაზინო / ტოტალიზატორი) ბიზნესს აწარმოებს როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში. 2019 წლის თებერვლამდე კომპანიის 100%-იანი არაპირდაპირი წილის მფლობელი იყო თეიმურაზ უგულავა (შპს „სითი ლოფტი“-ის გავლით). 2019 წელს მფლობელმა აჭარაბეთის 51%-იანი წილი მიყიდა Flutter Entertainment-ს ~₾352 მილიონად. 2022 წლის ივლისში კი დარჩენილი 49%-იანი წილიც გაყიდა ~₾725 მილიონად, რაც კომპანიის სრულ ღირებულებას აფასებს ~₾1.5 მილიარდად. ამჟამად Flutter Entertainment-ი აჭარაბეთის 100%-იანი წილის საბოლოო მფლობელია.
Crystalbet-ი 20-ე ადგილზეა ქვეყანაში 2021 წლის შემოსავლების მიხედვით. კომპანიის საქმიანობა ძირითადად ხორციელდება საქართველოში საკუთარი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. 2018 წლამდე კომპანიის მფლობელები იყვნენ ლევან ახვლედიანი (60%), კნიაზ დასენი (25%) და გიორგი ჩხეიძე (15%). 2018 წლის აპრილში Crystalbet-ის 51%-იანი წილი შეისყიდა Entain plc-მა ~₾125 მილიონად, 2021 წელს კი დარჩენილი 49%-იც იყიდა ~₾560 მილიონად. ამჟამად Entain plc კრისტალბეთის 100%-იანი წილის საბოლოო მფლობელია.
[კომპანიების წილების შესყიდვის ფასები ლარებში დაკონვერტირებულია შესყიდვის დროს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით.]ფინანსური მიმოხილვა
საქართველოში 2 წამყვან ონლაინ კაზინო/ტოტალიზატორს ჯამურად 1 მილიარდზე მეტი ბრუნვა აქვს. 2021 წელს adjarabet.com-ის შემოსავლებმა ₾639 მილიონი შეადგინა, რაც 40%-ით აღემატება ბაზრის მეორე მონაწილის შემოსავლებს. აღსანიშნავია, რომ აჭარაბეთის შემოსავლების 40%-ი მოდის სომხეთზე, მაშინ როდესაც Crystalbet-ის საქმიანობა ძირითადად საქართველოში ხორციელდება. შესაბამისად, საქართველოს მაშტაბით Crystalbet-ი ლიდერობს.
ორივე კომპანიის შემთხვევაში შემოსავალების ყველაზე დიდი წილი გენერირდება ონლაინ კაზინოდან. შემოსავლის მეორე ძირითად წყაროს სპორტული ფსონებიდან მიღებული შემოსავალი (ტოტალიზატორი) წარმოადგენს, სადაც Crystalbet-ს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს როგორც ჩვენს ქვემოთ მოცემულ ანალიზშიც ჩანს. ორივე კომპანიას ასევე აქვს peer-to-peer თამაშები (მაგ.: პოკერი), საიდანაც საკომისიოს სახით იღებენ შემოსავალს.
ვინაიდან კომპანიები ძირითადად ონლაინ რეჟიმში ოპერირებენ, კოვიდ პანდემიას უარყოფითი გავლენა არ ჰქონია მათ შემოსავლიანობაზე და 2020 წელსაც საკმაოდ დიდი ზრდა აჩვენეს.
EBITDA/Net Income მარჟებიდან იკვეთება რომ Crystalbet-ი კონკურენტზე მომგებიანია. ძირითადი მიზეზი Crystalbet-ის პროპორციულად დაბალი საოპერაციო ხარჯებია, რაც გამოწვეულია მნიშვნელოვნად დაბალი მარკეტინგისა და ხელფასის ხარჯებით.
– მარკეტინგულ აქტივობებში adjarabet.com-მა ₾95 მილიონი დახარჯა (შემოსავლების 15%), Crystalbet-მა კი ₾35 მილიონი (შემოსავლების 8%).
– თანამშრომლის ხელფასებში adjarabet.com-მა ₾54 მილიონი დახარჯა (შემოსავლების 9%), Crystalbet-მა კი ₾17 მილიონი (შემოსავლების 4%).
ტრადიციული კაზინო/სამორინეებისგან განსხვავებით, ონლაინ გემბლინგ კომპანიებს არ უწევთ უძრავ ქონებაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ან იჯარით აღება, მაღალ მარჟაძე ოპერირებენ და მაღალი ქეშის ბალანსიც აქვთ. შესაბამისად, მოცულობითი სესხის საჭიროება არ აქვთ, რაც მათ წმინდა მოგების მარჟაზე, ლევერიჯ კოეფიციენტებზე და ლიკვიდურობაზეც აისახება.
წმინდა მოგები მარჟა:
– adjarabet.com: 31%
– crystalbet.com: 43%
კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2019-2021 წლებში კუმულატიურად შემდეგნაირად გამოიყურება:
– adjarabet.com: ₾283 მილიონი
– crystalbet.com: ₾452 მილიონი
დამატებითი ინფორმაცია
კომპანიის მფლობელები
1️⃣ შპს "ატლას" (adjarabet.com)
💼 კომპანიის საბოლოო მფლობელი:
- Flutter Entertainment plc (LSE: FLTR): 100%
2️⃣ შპს "მარსი" (Crystalbet)
💼 კომპანიის საბოლოო მფლობელი:
- Entain plc (LSE: ENT): 100%
Flutter Entertainment plc (LSE: FLTR) და Entain plc (LSE: ENT) წარმოადგენენ საერთაშორისო მაsშტაბით წამყვან კომპანიებს სათამაშო ბიზნესისა და სპორტული ფსონების მიმართულებით.