გავეცნოთ Apple-ის პროდუქციის რესელერებს საქართველოში შემდეგი კომპანიების მაგალითზე:
შპს “აიპლიუსი” (iPlus – Apple Authorized Reseller)
შპს “აისითი” (Apple City)
შპს “აიტექნიკი” (iTechnics • აიტექნიკსი)
შპს “ეიესბისი” (iSpace • აისფეისი)
ზოგადი მიმოხილვა
კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საქართველოში ეფლის პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია საკუთარი სავაჭრო ობიექტების ქსელის მეშვეობით. ოთხივე წარმოდგენილი კომპანია Apple-ის ავტორიზებული რესელერია.
– Apple City ამჟამად რებრენდინგის პროცესშია, რათა სიტყვა “Apple” სახელში არ ფიგურირებდეს, რის შემდეგაც Apple-ის ვებსაიტზეც უკვე ოფიციალურად იქნება დატანილი როგორც ავტორიზებული რესელერი. რებრენდინგის შემდეგ კომპანიას “iCity” ერქმევა.
წარმოდგენილი ეფლის რესელერები სხვა ბრენდის ტექნიკასაც სთავაზობენ მომხმარებელს, თუმცა მცირე მოცულობით.
ფინანსური მიმოხილვა
iPlus კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს, თუმცა ბოლო წლებში საშუალოდ ყველაზე მცირე ზრდის ტემპი ჰქონდა.
2021 წლის განმავლობაში, iPlus-ის ბრუნვამ ₾58 მილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც წარმოდგენილი კონკურენტების შემოსავლები ₾25-₾37 მილიონის ფარგლებში მერყეობდა.
iPlus 2018-2021 წლებში საშუალოდ 19.8%-ით იზრდებოდა. iSpace კი, რომელიც ბაზარზე მხოლოდ 2018 წლიდან გამოჩნდა, მალევე დაეწია iTechnics-ს, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს.
სექტორში მონაწილე კომპანიების საერთო მოგების მარჟები (gross margin / შემოსავალი მინუს თვითღირებულება) ერთმანეთის მსგავსია და 12%-15%-ის ფარგლებში მერყეობს.
საოპერაციო ხარჯების წილი მთლიან შემოსავალში 7%-13%-ის ფარგლებშია. საოპერაციო ხარჯების ძირითადი შემადგენილი ნაწილი თანამშრომელთა ხელფასები და იჯარაა.
საოპერაციო მოგების მარჟის კუთხით, iPlus და iTechnics ლიდერობენ. “აიტექნიკი” მაღალი საოპერაციო მოგების მარჟის მიღწევას მაღალი gross margin-ით ახერხებს, “აიპლიუსი” კი საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციით.
კომპანიები შედარებით დაბალი ლევერიჯით გამოირჩევიან და საბანკო სესხების საჭიროება ძირითადად საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად აქვთ.
iSpace-ს (აისფეისი) საერთოდ არ გააჩნია სესხი და კაპიტალში შენატანებით ფინანსდება, iPlus-ისა და Apple City-ის სესხის წილი აქტივებში 18%-24%-ის ფარგლებშია. ყველაზე მაღალლევერიჯიანი iTechnics-ია, რომლის სესხის წილიც აქტივებში 41%-ია.
დამატებითი ინფორმაცია
განხილული საწარმოები მე-3 კატეგორიას მიეკუთვნებიან და საკმაოდ მწირი ფინანსური disclosure აქვთ. მხოლოდ iPlus-ია მე-2 კატეგორიის საწარმო, მაგრამ მმართველობითი ანგარიში თითქმის არ შეცვლილა 2018 ანგარიშგების გამოქვეყნების მერე.
iTechnics: 2021 წლის რეპორტში, საბალანსო უწყისში ციფრები მგონი არეულია. 2020 წლის "სხვა ვალდებულებები" 2,783-ის ნაცვლად უნდა იყოს "0". 2019 წლის 'სხვა ვალდებულებები' 10,808-ის ნაცვლად უნდა იყოს "2,783" (?).
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "აიპლიუსი" (iPlus - Apple Authorized Reseller)
💼 კომპანიის მფლობელი:
- რამაზი შეყილაძე: 100%
2️⃣ შპს "აისითი" (Apple City)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ნინო ტოპეშაშვილი: 28%
- შალვა შენგელიძე: 24%
- ბაჩანა ბიბილაშვილი: 16%
- ალექსანდრე რევაზიშვილი: 16%
- ვლადიმერ ძურძუკი: 16%
3️⃣ შპს "აიტექნიკი" (iTechnics • აიტექნიკსი • Apple Authorised Reseller)
💼 კომპანიის მფლობელი:
- გვანცა მიქუჭაძე: 100%
4️⃣ შპს "ეიესბისი" (iSpace • აისფეისი • Apple Premium Reseller)
💼 კომპანიის მფლობელი:
- ASBISC, Entreprises PLC*: 100%
* საერთაშორისო კომპანია, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების დისტრიბუციას ახდენს 30-ზე მეტ ქვეყანაში - ძირითადად EMEA რეგიონში.