გავეცნოთ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის რეალიზატორებს შემდეგი 7 კომპანიის მაგალითზე:
ტრადიციულ მაღაზიათა ქსელები:
შპს “თრეიდლაინ” — Levis, Etam, Tommy Jeans, Lee, Wrangler, Guess, Lacoste, GANT, Mavi, Tommy Hilfiger, Calvin Klein და მულტიბრენდული მაღაზია Dressup.ge.
შპს “აი სი არ ტრეიდი” — ICR, Bata, Ecoo, Geox, Studio By Shoes Gallery, Okaidi, Bambino, Corso Italia და ა.შ.
შპს “ვიქტორია-98” — გარდერობი (Garderobe), Ermenegildo Zegna, Hugo Boss, Paul & Shark და ა.შ.
შპს “თი ჯი ელ სპორტი” — Nike, Adidas, Puma, Under Armour, Reebok, Asics და მულტიბრენდული მაღაზია TOPSPORT (ტოპსპორტი)
აუთლეთ კონცეფციის მაღაზიათა ქსელები:
შპს “ნავნე” (Navne)
შპს “გარმენტს ჰაბი” (ატელიე აუთლეთი • Atelier Outlet)
შპს “მალსი” (Mals)
ზოგადი მიმოხილვა
განხილული კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის რეალიზაცია მონობრენდული და/ან მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელების მეშვეობით.
ბიზნესის შესაფასებლად გავეცნოთ, როგორც საშუალო და მაღალ ფენაზე გათვლილ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქსელურ რეალიზატორებს, ასევე აუთლეთ ტიპის მაღაზიებს.
წარმოდგენილი 3 აუთლეთ ტიპის რითეილერებიდან, 2 ერთმანეთთან დაკავშირებული კომპანიაა. “ნავნეს” და “ატელიე აუთლეთს” საერთო თანამფლობელი ჰყავთ.
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გაყიდვების ზრდის ტემპი საკმაოდ შთამბეჭდავია. პანდემიის მიუხედავად, 2018-2022 წლებში წარმოდგენილი კომპანიები საშუალოდ წლიურად 22%-ით იზრდებოდნენ.
კომპანიები მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლებით გამოირჩევიან, რაც განპირობებულია მაღალი საერთო მოგების მარჟებით და ოპტიმალური საოპერაციო ხარჯებით. ამავდროულად, კომპანიების უმრავლესობის ლევერიჯი საკმაოდ დაბალია, რაც მოცულობით თავისუფალ ფულად ნაკადებს უტოვებს მფლობელებს.
ფინანსური მიმოხილვა
წარმოდგენილი კომპანიებიდან შპს “თრეიდლაინს” (Dressup.ge) ყველაზე მაღალი შემოსავლები აქვს. კომპანიის ბრუნვამ ₾89 მილიონი შეადგინა და შემოსავლების ზრდის ტემპითაც აღემატება თითქმის ყველა დანარჩენ კონკურენტს.
განხილული კომპანიებიდან ყველაზე მცირე ზრდის ტემპი ICR-ს აქვს. სავარაუდოდ, ეს დიდწილად აიხსნება კომპანიის მიერ გაყიდვების წერტილების რაოდენობის შემცირებით. 2019 წელს ICR-ი ოპერირებდა 78 მაღაზიით, 2022 წლის ბოლოს კი მხოლოდ 53 მაღაზია ჰქონდა.
მალსის დაბალი ზრდის ტემპიც სავარაუდოდ ბოლო წლებში რამდენიმე ფილიალის დახურვით აიხსნება.
შემოსავლების ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი კი ატელიე აუთლეთს აქვს, რაც განპირობებული იმით, რომ მაღაზიამ ოპერირება 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და განვითარებით საწყის ეტაპზეა.
კომპანიების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) საშუალოდ 53%-ია. აღსანიშნავია, რომ უმსხვილეს აუთლეთ მაღაზიათა ქსელ ნავნეს კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალი, 63%-იანი მარჟა უჭირავს. ყველაზე დაბალი საერთო მოგების მარჟა კი მალსის და ატელიე აუთლეთს აქვთ.
კომპანიების მაღალი მომგებიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, შემოსავლებთან შეფარდებით დაბალი საოპერაციო ხარჯებია. საშუალოდ, საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 33%-ს შეადგენს.
მაღაზიების საოპერაციო ხარჯების უმსხვილეს ცალკეულ კომპონენტს ხელფასები წარმოადგენს. ხარჯების მეორე უმსხვილესი კომპონენტი კი, უმეტეს შემთხვევაში, იჯარის ხარჯია.
მარკეტინგულ დანახარჯებში კომპანიები შემოსავლების მაქსიმუმ 2%-ს ხარჯავენ. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “ატელიე აუთლეთს” აქვს, რომელიც გაყიდვების 1.9%-ს ხარჯავს სარეკლამო აქტივობებში. შედარებისთვის, ICR-ის, Navne-ს და Dressup-ის სარეკლამო ხარჯების წილი შემოსავლებში შეადგენს 1.5%, 1.4% და 1.3% შესაბამისად.
შესაბამისად, კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები მაღალია. საოპერაციო მოგების მარჟები 15%-30%-ის ფარგლებშია. ყველაზე მაღალი საოპერაციო მოგების და EBITDA მარჟები გარდერობს და ტოპსპორტს აქვთ.
ამავდრუოლად, მაღაზიების ლევერიჯი დაბალია. თითოეული განხილული კომპანიის შემთავევაში, Total Debt/EBITDA მაჩვენებელი 3.0x-ზე დაბალია.
მაღალი საოპერაციო მოგების მარჟები და დაბალი ლევერიჯი განაპირობებს საკმარის თავისუფალ ფულად ნაკადებს დივიდენდის გასაცემად თუ სხვა მიზნობირიობისთვის. კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2018-22 წლებში კუმულატიურად:
შპს “თრეიდლაინ” (Dressup.ge)1: ₾3.8 მილიონი
შპს “აი სი არ ტრეიდი” (ICR): ₾15.2 მილიონი
შპს “ვიქტორია-98” (გარდერობი • Garderobe)2: ₾1.5 მილიონი
შპს “თი ჯი ელ სპორტი” (TOPSPORT • ტოპსპორტი)3: ₾1.1 მილიონი
შპს “ნავნე” (navne • ნავნე): ₾4.9 მილიონი
შპს “გარმენტს ჰაბი” (ატელიე აუთლეთი • Atelier Outlet)4: ₾715 ათასი
შპს “მალსი” (მალსი-Mals)5: ₾995 ათასი
- კომპანიამ საოპერაციო საქმიანობის მიზნობრიობით ₾11 მილიონამდე მიწის ნაკვეთები შეიძინა 2022 წელს. ↩︎
- 2022 წელს კომპანიამ თავისუფალი ფულადი ნაკადების დიდი ნაწილი გამოიყენა ₾4.2 მილიონის სესხის გასაცემად (სავარაუდოდ, დაკავშირებულ იურიდიულ/ფიზიკურ პირზე). ↩︎
- კომპანია ქეშს ბალანსზე ტოვებს; 2022 წლის ბოლოს არსებული ქეში შეადგენდა ₾6 მილიონზე მეტს, რაც მთლიანი აქტივების 21%-ს წარმოადგენს – კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ↩︎
- აღსანიშნავია, რომ მაღაზიამ ოპერირება მხოლოდ 2018 წელს დაიწყო და მალევე შეძლო მომგებიანი ბიზნეს მოდელის აწყობა. ↩︎
- კომპანიას წლების განმავლობაში შემოსავლების პროპორციულად საკმაოდ მაღალი იჯარის ხარჯი ჰქონდა, რაც მომგებიანობის მარჟებზე უარყოფითად აისახებოდა; თუმცა, გარკვეული ფილიალების დახურვით და სხვა საოპერაციო ხარჯების შემცირებით, კომპანია მისაღებ მომგებიანობაზე გავიდა 2022 წელს. ↩︎
დამატებითი ინფორმაცია
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "თრეიდლაინ" (Dressup .ge)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ალექსანდრე სამხარაძე: 88%
- ლელა სამხარაძე: 12%
2️⃣ შპს "აი სი არ ტრეიდი" (ICR)
💼 კომპანიის საბოლოო მფლობელები:
- კახა ხაზარაძე: 29.73%
- ნანი ანდიაშვილი: 25.27%
- სალომე ხაზარაძე: 15%
- მარიამ ხაზარაძე: 15%
- ნათია შარაბიძე: 15%
3️⃣ შპს "ვიქტორია-98" (გარდერობი Garderobe)
💼 კომპანიის მფლობელი:
- ალექსანდრე ხარებავა: 100%
4️⃣ შპს "თი ჯი ელ სპორტი" (TOPSPORT • ტოპსპორტი)
💼 კომპანიის მფლობელები:
- გრიგოლი ლეკვეიშვილი: 50%
- თემური ლეკვეიშვილი: 50%
5️⃣ შპს "ნავნე" (navne • ნავნე)
💼 კომპანიის მფლობელები:
- დავით გიგაური: 50%
- ეკატერინე ნადირაძე: 50%
6️⃣ შპს "გარმენტს ჰაბი" (ატელიე აუთლეთი • Atelier Outlet)
💼 კომპანიის მფლობელები:
- დავით გიგაური: 50%
- გიორგი ხაბელაშვილი: 50%
7️⃣ შპს "მალსი" (მალსი-Mals)
💼 კომპანიის მფლობელი:
- ავთანდილ ლომთაძე: 100%