გავეცნოთ ავტომობილების ბიზნესს შემდეგი 6 ცალკეული ბრენდის დილერის მაგალითზე:
შპს “ტოიოტა ცენტრი თეგეტა” (Toyota Center Tegeta)
შპს “აკა” (მერსედეს-ბენცი საქართველო • Mercedes-Benz Georgia)
შპს “ელ თი” (ლექსუსი • Lexus საქართველო:)
სს “ჰიუნდაი ავტო საქართველო” (Hyundai Auto Georgia)
შპს “თეგეტა პრემიუმ ვიიქელს” (Porsche Centre Tbilisi • პორშე ცენტრი თბილისი & Mazda Center Tegeta • მაზდა ცენტრი თეგეტა)
შპს “იბერია ავტო ცენტრი” (Audi Georgia • აუდი საქართველო)
ზოგადი მიმოხილვა
განხილული კომპანიები წარმოადგენენ ცალკეული მანქანის ბრენდების ავტორიზებულ დილერებს, ასევე ეწევიან ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას და სათადარიგო ნაწილების რეალიზაციას.
კომპანიები ახდენენ როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ გაყიდვებს. ახალი მანქანების გაყიდვებში დიდი წილი უკავია კორპორატიულ და სახელმწიფო სექტორს. შესაბამისად, კომპანიები აქტიურად იღებენ მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში.
ზოგადად, ავტომობილების ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეები რამდენიმე ბრენდის ავტო-დილერები არიან და ხშირად სხვა სფეროებშიც აქვთ ბიზნესი. თუმცა, წარმოდგენილი ანალიზის ფოკუსი ცალკეული ავტომობილების ბრენდების ანალიზია და არა ჰოლდინგური ტიპის კომპანიების განხილვა.
ცნობისთვის, საქართველოს საავტომობილო ბაზარზე შპს “თეგეტა მოტორსი” (Tegeta Motors) უპირობო ლიდერია. კომპანია დაახლოებით 30 სხვადასხვა შვილობილის მეშვეობით ოპერირებს. 2023 წელს “თეგეტა მოტორსის” ჯგუფის შემოსავლებმა ₾1.4 მილიარდი შეადგინა (2022: ₾950 მილიონი). ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანია საშუალოდ წლიურად 26%-ით იზრდებოდა, რაც ამ მასშტაბის კომპანიისთვის ძალიან შთამბეჭდავი ზრდის მაჩვენებელია.
შედარებისთვის, “ჯი-თი მოტორსის” (BMW, MINI, Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki) შემოსავლებმა ₾182 მილიონი შეადგინა 2022 წელს, “იბერია ბიზნეს ჯგუფის” (Audi, Mitsubishi, Volkswagen) ბრუნვამ კი ₾156 მილიონი.
შესაბამისად, ჰოლდინგის/ჯგუფის ჭრილში ავტო კომპანიების შედარება შესაძლოა ნაკლებად ინფორმატიული და შესადარისი იყოს.
როგორც ქვემოთ მოცემულ ანალიზში ნახავთ, კომპანიების ზრდისა და ასევე მათი მომგებიანობის მაჩვენებლები მაღალია. საქართველოში ავტო-დილერებს დაბალი საოპერაციო ხარჯი აქვთ, რაც მაღალი საოპერაციო მოგების და EBITDA მარჟების დაჭერის შესაძლებლობას იძლევა.
კომპანიების მაღალ მომგებიანობაზე მეტყველებს Levered Free Cash Flow (FCF) მაჩვენებლებიც, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, გვეუბნება რამდენი თავისუფალი ფულადი ნაკადები რჩებათ კომპანიებს მფლობელებზე დივიდენდის გასაცემად ან სხვა საინვესტიციო საქმიანობაში გამოსაყენებლად.
2019-22 წლებში თითოეული წარმოდგენილი კომპანიის ჯამური Levered FCF ₾9-₾27 მილიონის ფარგლებშია. გამონაკლისია Lexus, ვინაიდან კომპანიამ ამ პერიოდის ფულადი ნაკადები ლევერიჯის შესამცირებლად გამოიყენა და ₾15 მილიონის მოცულობის სესხი ჩაფარა.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
წარმოდგენილი კომპანიებიდან შპს “ტოიოტა ცენტრ თეგეტას” (Toyota Center Tegeta) ყველაზე მაღალი შემოსავლები აქვს. კომპანიის ბრუნვამ ₾183 მილიონი შეადგინა, თუმცა ბრუნვის ზრდის ტემპით განხილულ კონკურენტებს ჩამოუვარდება.
კომპანიების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) საშუალოდ 16%-ია. ყველაზე მაღალი საერთო მოგების მარჟა Porsche-ს და Mazda-ს ოფიციალურ იმპორტიორს უჭირავს, რის გამოც კომპანიას კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალი EBITDA მარჟაც აქვს.
კომპანიების საოპერაციო ხარჯების თანაფარდობა შემოსავლებთან დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და 3%-6%-მდე მერყეობს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
- საოპერაციო ხარჯების ძირითადი ცალკეული კომპონენტი თანამშრომელთა ხელფასებია, დანარჩენი საოპერაციო ხარჯები კი სადისტრიბუციო და სხვა მიწოდების დანახარჯებზე მოდის.
- მარკეტინგულ დანახარჯებში ავტორიზებული დილერები საკმაოდ მცირე თანხას ხარჯავენ. მაგალითად, Mercedes-ის და Lexus-ის მარკეტინგული დანახარჯების წილი შემოსავლებში მხოლოდ 0.2%-ს შეადგენს.
კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები სექტორის გადმოსახედიდან მაღალია. EBITDA მარჟები 8%-20%-მდე მერყეობს. ყველაზე მაღალი საოპერაციო მოგების და EBITDA მარჟები Porsche|Mazda-ს აქვს, რაც დიდწილად კომპანიის მაღალი საერთო მოგების მარჟით აიხსნება.
ამავდრუოლად, ავტო-დილერების ლევერიჯი დაბალია. თითოეული განხილული კომპანიის შემთავევაში, Total Debt/EBITDA მაჩვენებელი 2.7x-ზე დაბალია.
მაღალი საოპერაციო მოგების მარჟები და დაბალი ლევერიჯი განაპირობებს საკმარის თავისუფალ ფულად ნაკადებს, როგორც დივიდენდის გასაცემად, ასევე საინვესტიციო საქმიანობის ან სხვა მიზნების განსახორციელებლად. კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2019-22 წლებში კუმულატიურად:
Toyota Center Tegeta: ₾25.1 მილიონი (აქედან გადახდილია ჯერ მხოლოდ ₾2.8 მილიონი)
Mercedes-Benz Georgia: ₾4.8 მილიონი (კომპანიას ₾7 მილიონის მოცულობის ქეში აქვს ბალანსზე დატოვებული)
Lexus Georgia: ₾0 (კომპანიამ ამ პერიოდის ფულადი ნაკადები ლევერიჯის შემცირებაში გამოიყენა და ₾15 მილიონის მოცულობის სესხი ჩაფარა. შესაბამისად, კომპანიას არ დარჩა საკმარისი თანხა დივიდენდის გასაცემად)
Hyundai Auto Georgia: ₾4.8 მილიონი (კომპანიას ₾23 მილიონის მოცულობის ქეში აქვს ბალანსზე დატოვებული.)
Porsche Centre Tbilisi | Mazda Center Tegeta: ₾24.3 მილიონი (აქედან გადახდილია ჯერ მხოლოდ ₾1.0 მილიონი.)
Audi Georgia: ₾0 (კომპანია თავისუფალ ფულად ნააკდებს იყენებს დაკავშირებულ იურიდიულ და პიზიკურ პირებზე სესხების გასაცემად. 2019-22 წლებში “იბერია ბიზნეს ჯგუფში” შემავალ სხვა კომპანიებზე გასცა ₾18.4 მილიონი – net of loans repaid by related parties)
დამატებითი ინფორმაცია
🟢 შემდეგ პოსტში დამატებით 5 ავტო-დილერის მიმოხილვას გამოვაქვეყნებ. Stay tuned.
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" (Toyota Center Tegeta)
💼 კომპანიის მფლობელი:
- შპს "თეგეტა მოტორსი": 100% (საბოლოო მაკონტროლებელი მხარე: თემურ კოხოძე)
2️⃣ შპს "აკა" (Mercedes-Benz Georgia)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ლუიზა თავართქილაძე: 46%
- მაკა ასათიანი: 27%
- სალომე ასათიანი: 27%
3️⃣ შპს "ელ თი" (Lexus Tbilisi)
💼 კომპანიის მფლობელი:
- რაუფ ხალილოვი (შვეიცარია): 100%
4️⃣ სს "ჰიუნდაი ავტო საქართველო" (Hyundai Auto Georgia)
💼 კომპანიის მფლობელი:
- დავით გიორგობიანი: 100%
5️⃣ შპს "თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" (Porsche Centre Tbilisi | Mazda Center Tegeta)
💼 კომპანიის მფლობელი:
- შპს "თეგეტა მოტორსი": 100% (საბოლოო მაკონტროლებელი მხარე: თემურ კოხოძე)
6️⃣ შპს "იბერია ავტო ცენტრი" (Audi Georgia)
💼 კომპანიის მფლობელი:
- შპს "იბერია ბიზნეს ჯგუფი": 100% (საბოლოო მაკონტროლებელი მხარეები: დავით ხეჩიკაშვილი: 40% | ნიკოლაი ფრეიტაკ: 20% | თამარ გვაზავა: 15% | მადონა თანაზაშვილი: 11% | დავით ფერაძე: 9% | სნეჟანა კოტოვა: 5%)